კუნთის შეკუმშვისთვის აუცილებელი ენერგიის უშუალო წყაროა ადენოზინტრიფოსფატი (ATP). კუნთის ბოჭკოში ATP-ის მცირე მარაგი უკვე არსებობს, მაგრამ ეს მარაგი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მხოლოდ 1–2 წამს არის საკმარისი. ამიტომ კუნთში მუდმივად მიმდინარეობს ATP-ის რესინთეზი, რომელიც ხდება რამდენიმე ენერგეტიკული სისტემის საშუალებით. კუნთის ენერგომომარაგებაში

