ვარჯიში კარდიოა თუ ძალისმიერი, ამას მხოლოდ მოძრაობის სახეობა (სირბილი, ველოსიპედი, შტანგა) არ განსაზღვრავს. გადამწყვეტი ფაქტორია ინტენსივობა და ის, თუ რომელი ენერგოსისტემა დომინირებს მოცემულ მომენტში. ორგანიზმი ატფ-ს (ATP) ასინთეზირებს სამი ძირითადი სისტემით: რეალურ ვარჯიშში ეს სისტემები ერთად მუშაობს, მაგრამ ერთ-ერთი ყოველთვის
ინტერვალური ტრენინგი ნიშნავს მაღალი და დაბალი ინტენსივობის მონაცვლეობას (მაგ: სპრინტი + მსუბუქი სირბილი/სეირნობა). მისი მთავარი მიზანია აერობულ ზღვარზე დარჩენა და მოკლე ხნით ანაერობულ ზონაში გადასვლა, რის შემდეგაც ორგანიზმი ისევ ბრუნდება აერობულ რეჟიმში. აერობული ზღვარი ≈ მაქს. პულსის ~ 85%. ➤


