მუცლის კუნთები იყოფა მუცლის წინა, უკანა და გვერდითი კედლის კუნთებად. მუცლის წინა კედლის კუნთებია მუცლის სწორი კუნთი და პირამიდული კუნთი, რომელიც ხრის ტანს წინისაკენ; მუცლის უკანა კედლის კუნთს მიეკუთვნება წელის კვადრატული კუნთი, რომელიც მდებარეობს მუცლის უკანა კედელზე და გამოყოფილია ზურგის ღრმა კუნთებისაგან, მონაწილეობს