ლიპიდები წარმოადგენს ბიოლოგიურად მნიშვნელოვან ორგანულ ნაერთთა ფართო ჯგუფს, რომლებიც გვხვდება ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში. ისინი ასრულებენ ენერგეტიკულ, სტრუქტურულ, დამცავ და რეგულატორულ ფუნქციებს. ლიპიდები ქმნიან ენერგიის მნიშვნელოვან რეზერვს, მონაწილეობენ უჯრედის მემბრანების აგებულებაში, უზრუნველყოფენ თერმოიზოლაციას და იცავენ ორგანიზმს მექანიკური დაზიანებებისგან. ლიპიდები არ
ადამიანი იბადება უკვე ცხიმოვანი ქსოვილის გარკვეული მარაგით. ცხიმოვანი ქსოვილი ასრულებს მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას: იცავს ორგანიზმს სიცივისგან, იცავს შინაგან ორგანოებს მექანიკური ზემოქმედებისგან და წარმოადგენს ენერგიის მთავარ რეზერვს. ადამიანის ორგანიზმში საშუალოდ დაახლოებით 25–30 მილიარდი ცხიმოვანი უჯრედი — ადეპოციტი არის.ადეპოციტი პასუხისმგებელია ცხიმის სინთეზზე,


