მინერალები არაორგანული ნივთიერებებია და ვიღებთ საკვებიდან. უზრუნველყოფენ ნერვულ გამტარობას, კუნთების შეკუმშვას, წყლოვან-ელექტროლიტურ ბალანსს და ენერგიის გამომუშავებას. კალციუმი და ფოსფორი შედის ძვლოვან ქსოვილში, თუთია მონაწილეობს ტესტოსტერონის გამომუშავებაში. მინერალები იყოფა მიკრო და მაკრო ელემენტებად. მაკროელემენტებია – კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი და ნატრიუმი.