თანამედროვე ფიტნეს კლუბები სავსეა მრავალფეროვანი ტრენაჟორებით, რის გამოც ხშირად უკანა პლანზე გადადის ისეთი ეფექტური კლასიკური ვარჯიშები, როგორიცაა იატაკიდან აზიდვები, ღერძზე აზიდვები და ორძელზე აზიდვები. მიუხედავად მათი სიმარტივისა, ეს ვარჯიშები კვლავ რჩება ძალის, კუნთის მასისა და ფუნქციური განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად.
კუნთოვანი მასის ეფექტური ზრდა ეფუძნება საბაზისო (მრავალსახსრიან) ვარჯიშებს, რომლებიც ერთდროულად ტვირთავს რამდენიმე კუნთოვან ჯგუფს და იწვევს ძლიერ ჰორმონალურ და ნერვულ სტიმულს. სწორად დაგეგმილი პროგრამის შემთხვევაში შესაძლებელია შესანიშნავი შედეგის მიღწევა მხოლოდ ამ ვარჯიშებით. ➤ 5 ძირითადი საბაზისო ვარჯიში 🔹 1. შტანგით


