კრეატინს ადამიანის ორგანიზმი შეიცავს ერთ კილოგრამ მასაზე 2 გრ. ოდენობით. ანუ, თუ თქვენი წონა 80 კგ–ია შეიცავს 160 გრ. კრეატინს. კრეატინის სინთეზი ხდება სამი ამინომჟავისაგან, ესენია: გლიცინი, არგინინი და მეთეანინი. თუ ეს ამინომჟავები არ არის საკმარისი ორგანიზმში, კრეატინის რაოდენობაც მცირეა.