ორგანიზმი არის ღია სისტემა, მას გარე სამყაროსთან მუდმივად აქვს ენერგო და ნივთიერებათა ცვლა. ორგანიზმს სჭირდება პირობები, რომელშიც შეუძლია არსებობა, მას უწევს ბევრი პარამეტრის კონტროლი. ჰომეოსტაზი არის ორგანიზმის თვითრეგულაციის ფუნქცია, რომელიც უნარჩუნებს წონასწორობის მდგომარეობას ჩვენს შინაგან გარემოს.