კვება ვარჯიშამდე მასის მოსამატებლად
· 1 წთ

მასის მოსამატებლად ვარჯიშამდე კვებამ უნდა მოგცეთ ენერგია, შეამციროს კუნთის დაშლა და ხელი შეუწყოს ვარჯიშს.
როდის უნდა ჭამოთ.
👉 არ არის რეკომენდირებული მშიერ კუჭზე ვარჯიში. ასევე დისკომფორტს შეგიქმნით სავსე კუჭით ვარჯიში.
ვარჯიშამდე საკვები მიიღეთ 2–3 საათით ადრე.
რა უნდა მივიღოთ ვარჯიშამდე.
👉 საკვები უნდა შედგებოდეს 40% ცილისგან, რომელიც ანაბოლიზმისთვისაა აუცილებელი. 60 %-მდე ნელი ნახშირწყლებისგან, რათა შეავსოთ გლიკოგენი, რომელიც დაგჭირდებათ ვარჯიშზე.
👉 ცხიმი არ უნდა იყოს 3-5 გრ-ზე მეტი, რადგან ანელებს სხვა ნივთიერებების შეთვისებას. ცხიმიანი საკვები დიდხანს რჩება კუჭში და ვარჯიშის დროს შეგიქმნით დისკომფორტს.
✅ ცილა + ნელი ნახშირწყლები + ცოტა ცხიმი
მაგ: ბრინჯი + ქათამი + ბოსტნეული; შვრიის ფაფა + კვერცხი + ბანანი; მაკარონი უხეშად დაფქვილი ხორბლიდან + თევზი ან ქათამი; წიწიბურა + იოგურტი ან ხაჭო.
მიღებული საკვები არ უნდა იყოს ბევრი. ვარჯიშისას არ უნდა გქონდეთ მუცელში სიმძიმის შეგრძნება.
თუ ვარჯიშამდე მხოლოდ 30–60 წუთი გაქვთ
აირჩიეთ მსუბუქი, ადვილად მოსანელებელი უცხიმო პროდუქტი, სადაც მეტი სწრაფი ნახშირწყლებია და ცოტა ცილა.
მაგ: ბანანი ან 2 ხურმა + 1 ჭიქა იოგურტი; შვრია + 1 პორცია პროტეინი; თეთრი ბრინჯი + თაფლი + კვერცხის ცილა; ხაჭო + ბანანი
დილის ვარჯიშები.
👉 როცა ვარჯიშობთ უზმოზე, აუცილებლად მიიღეთ 20-30 გრ. სწრაფი პროტეინი და 5-8 გრამი BCAA. ამას დაამატეთ 10-20 გრ. სწრაფი ნახშირწყალები გამძლეობისთვის. ასევე გამოდგება გეინერი + BCAA.
მაგ: ბანანი + ვეი პროტეინი ან იოგურტი + შვრია.
ჩვეულებრივი საკვების ათვისებას მეტი დრო დასჭირდება. ვარჯიშს უნდა მოყვეს სრულფასოვანი ცილოვან – ნახშირწყლოვანი საუზმე.
✅ დამატებითი რჩევები:
დალიეთ 300–500 მლ წყალი ვარჯიშამდე და ვარჯიშის დროს.
ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია
გაქვთ კითხვა? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ
თიდანი + — დარბაზი პოლიტკოვსკაიას 4-ში, მეტროდან 300 მეტრში. ორშ–პარ 09–22, შაბ–კვი 09–18.