როგორ ვავარჯიშოთ მუცლის პრესი სწორად + კვების მნიშვნელოვანი წესები

· 2 წთ

როგორ ვავარჯიშოთ მუცლის პრესი სწორად + კვების მნიშვნელოვანი წესები

ლამაზი პრესი არ მიიღწევა მხოლოდ პრესის ვარჯიშით. მუცლის პრესი – „კუბიკები” არ გამოჩნდება, თუ კანქვეშა ცხიმი არ არის დაბალი (მამაკაცებში 10–15%, ქალებში 16–22%).

ამის მისაღწევად საჭიროა 4 ფაქტორი:

  1. სწორი და კონტროლირებადი კვება
  2. კარდიო დატვირთვა
  3. ძალისმიერი ვარჯიში (მუცლის პრესის და მთლიანი სხეულის)
  4. სპორტული დანამატები – როგორც დამატებითი ინსტრუმენტი

1. სწორი კვება = შედეგის 70–80%-ს

ცხიმის დასაწვავად აუცილებელია კალორიული დეფიციტი. კვება უნდა იყოს რეგულარული, დაბალანსებული, ცილით მდიდარი.

რეკომენდაციები:

  • იკვებეთ დღეში 3–4-ჯერ
  • 1.6–2.2 გრ ცილა თითო კილოგრამ სხეულის მასაზე
  • დილის საათებში – ნახშირწყლები და ხილი; საღამოს – ცილა + ბოსტნეული
  • შეამცირეთ შაქარი, ცომეული, ტკბილი სასმელები და სწრაფი კვება
  • პროდუქტების შერევა დაშვებულია — მთავარი დღიურ კალორიაზე კონტროლია

2. კარდიო დატვირთვა – ცხიმის ხარისხიანი წვისთვის

კარდიო ზრდის ენერგომოხმარებას და აჩქარებს ცხიმის წვას.

რეკომენდაციები

  • 20–30 წუთი, 3–5-ჯერ კვირაში
  • პულსი: 120–150 წთ-ში (HRmax – გულის მაქსიმალური პულსის 60–75%)
  • საუკეთესო დრო: ძალისმერი ვარჯიშის შემდეგ და უზმოზე

3. ძალისმიერი ვარჯიში + მუცლის პრესი

მუცლის კუნთის ზრდა ხდება მაშინ, როცა მას ისეთი დატვირთვა აქვს, როგორც სხეულის სხვა კუნთებს.

რეკომენდაციები

  • ივარჯიშეთ დღეგამოშვებით 8–12 წუთი
  • გააკეთეთ 15–20 გამეორება, 3–5 სერია
  • კუნთის ზრდისთვის — დაამატეთ წონა
  • პრესის ზედა, შუა და ქვედა უბნები განსხვავებული მოძრაობებით იტვირთება, თუმცა კუნთი ერთიანია
  • არ დაიდოთ ხელები კეფაზე, რათა არ მოქაჩოთ თავი — ხელები დაიდეთ საფეთქლებთან ან მკერდზე
  • არ წამოხვიდეთ მთლიანი ტორსით, წელი დააფიქსირეთ იატაკზე და მოიხარეთ ხერხემალში

4. სპორტული კვების დანამატები

  • შრატის პროტეინი – ცილის დეფიციტის შესავსებად
  • ლ-კარნიტინი – მცირე ეფექტი ცხიმის წვაზე
  • კოფეინი / ცხიმის მწველები – ენერგიისთვის და ცხიმის წვისთვის (ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით)
  • ომეგა-3, მაგნიუმი, D ვიტამინი – საერთო ჯანმრთელობისთვის

დასკვნა

👉 პრესი „სამზარეულოში ფორმირდება“, მაგრამ სწორი ვარჯიში მის ფორმასა და ზომას განსაზღვრავს.
თუ გააკონტროლებთ კვებას, დაამატებთ ზომიერ კარდიოს და იმუშავებთ ძალისმიერ დატვირთვაზე, მუცლის პრესი აუცილებლად გამოჩნდება.

📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge

ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.

✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია  

გაქვთ კითხვა? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

თიდანი + — დარბაზი პოლიტკოვსკაიას 4-ში, მეტროდან 300 მეტრში. ორშ–პარ 09–22, შაბ–კვი 09–18.