ვიტამინი, რომლის ნაკლებობაც ხელს უშლის მასის ზრდას.
მასის მომატებისთვის აუცილებელია ბევრი ცილების და ნახშირწყლების მიღება, მაგრამ არის სხვა ფაქტორებიც, მაგ. ვიტამინები, რომლებიც მოქმედებენ მასის ზრდაზე.
ვიტამინები უშუალოდ მასას არ ზრდიან, მაგრამ ისინი ასრულებენ ორგანიზმში მიმდინარე ყველა ბიოქიმიური პროცესის კატალიზატორის როლს. ვიტამინი B6 აქტიურად მონაწილეობს ცილის სინთეზში, ანუ კუნთის მშენებლობაში. რამდენიც არ უნდა მიიღოთ ცილა, კუნთი მაინც გაიზრდება ნელა, თუ ორგანიზმს აკლია ვიტამინი B6 და თქვენ არ მიიღებთ მას დამატებით.
ვიტამინ B6 – ს შეიცავს შავი პური და მცენარეული საკვები, მაგრამ საჭირო რაოდენობის 50 მლგ. ვიტამინი B6 რომ საკვებიდან მიიღოთ არარეალურია. ამიტომ შეიძინეთ ვიტამინების და მინერალების კომპლექსი და მიიღეთ საჭირო დოზებით. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მარტო ვიტამინების მიღებით, თუ ამასთან ერთად არ იქნება საკმარისი ცილები, კუნთი არ გაიზრდება.