დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • გახდომა
  • როგორ დავწვათ ცხიმი ღამით.

გახდომა

11 მარ

როგორ დავწვათ ცხიმი ღამით.

  • In გახდომა, კვება

მიზეზი იმისა, რომ ადამიანს საღამოს უძლიერდება შიმშილის გრძნობა და დილით არ აწუხებს შიმშილი, არის ზრდის ჰორმონი, რომელიც სანამ ადამიანი იზრდება ასრულებს ზრდის ფუნქციას, გარდა ამისა, ის პასუხს აგებს მთელი ღამის განმავლობაში ჩვენს მეტაბოლიზმზე, მისი მეშვეობით ხდება ორგანიზმის გაახალგაზრდავება, კანისა და კუნთოვანი ქსოვილის განახლება, სუნთქვა და გულისცემა მიდის ცხიმის წვის ხარჯზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვხდებით ძილში იმ პირობით, რომ ეს ზრდის ჰორმონი ჩვენ ორგანიზმში გამოიყოფა სრულფასოვნად.

ზრდის ჰორმონი მაქსიმალურად გამოიყოფა საღამოს 11.00 სთ-დან ღამის 3 სთ-მდე ღრმა ძილში. თუ ჩვენ დასაძინებლად დავწვებით გვიან, ეს ჰორმონი ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა და ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ორგანიზმის ამ უნიკალურ შესაძლებლობას დაწვას ცხიმი ძილის დროს. დაადგინილია, რომ გახდომა შესაძლებელია მხოლოდ ძილის მოწესრიგების შემდეგ.

ეს პროცესი შეგიძლიათ შეამოწმოთ მარტივად, თუ აიწონებით ძილის წინ და დილით, სანამ შეხვალთ ტუალეტში, თქვენ ნახავთ, რომ წონაში სხვაობა იქნება 200-300 გრ. და ეს არის ცხიმის ხარჯზე დაკლებული წონა. ეს ცხიმი ღამის განმავლობაში დაიხარჯა სხეულის მიერ მოთხოვნილ ენერგიაზე და ამას უზრუნველყოფს სწორედ ზრდის ჰორმონი.

დილით, როცა ჩვენ ვიღვიძებთ, ეს ჰორმონი განაგრძობს თავის მოქმედებას და ცხიმის წვას, სწორედ ამიტომ არ გვაქვს დილით შიმშილის გრძნობა. საპირისპირო ხდება საღამოს, როცა ზრდის ჰორმონის გამოყოფა ეცემა 0-მდე, თქვენ გაწუხებთ შიმშილის გრძნობა, მისი დათრგუნვა ნიშნავს, რომ წინ უნდა აღუდგეთ თქვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას და ჰორმონალურ ფონს. ამიტომ, ჯობია თქვენ ორგანიზმს კი არ ებრძოლოთ, არამედ მასთან შეთანხმებით იმოქმედოთ.

რის ჭამა შეიძლება საღამოს?

საღამოს თქვენ შეგიძლიათ შეჭამოთ ნებისმიერი ცილოვანი პროდუქტი თევზი, ხაჭო, მაწონი, კეფირი და ნებისმიერი რაოდენობის ბოსტნეული. 18.00 სთ. მერე არ შეიძლება ნახშირწყლების მიღება, რადგან მათი მიღების შემდეგ გამოიყოფა ინსულინი, სისხლიდან შაქრის ნეიტრალიზაციისთვის. ინსულინი ბლოკავს ზრდის ჰორმონს, აღარ მიდის ორგანიზმის გაახალგაზრდავება, ღამით ცხიმის წვა აღარ ხდება და იღვიძებთ შიმშილის ძლიერი შეგრძნებით, რითაც არღვევთ თქვენს ნივთიერებათა ცვლას.

ამიტომ, ზრდის ჰორმონმა რომ შეასრულოს თავის ფუნქცია უნდა დაიცვათ ორი წესი:

1. საღამოს არ ვიღებთ ნახშირწყლებს.

2. დასაძინებლად ვწვებით არა უგვიანეს 11-12 საათისა.

დასკვნა: იმისათვის რომ დავიკლოთ წონაში ვარჯიშთან და სწორ კვებასთან ერთად აუცილებელია ღამით ძილი.

Tags:ზრდის ჰორმონიცხიმის წვა ღამითძილი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რომელი ვარჯიში წვავს ცხიმს ყველაზე კარგად?

  • ოქტომბერი 5, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
არის ერთი ვარჯიში, რომელიც წვავს ცხიმს ყველაზე კარგად. ამ ვარჯიშს ქვია ბარფი. მასში ჩართულია მთელი სხეული, ის აერთიანებს ჩაჯდომას,...
შესაძლებელია თუ არა ერთ თვეში 10 კგ. ცხიმის დაწვა?
ოქტომბერი 2, 2025
ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.
აგვისტო 2, 2023
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
ივლისი 25, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.