საჭიროა თუ არა კალორიების დათვლა?

· 2 წთ

საჭიროა თუ არა კალორიების დათვლა?

წონის კონტროლი მხოლოდ კალორიების დათვლით აღარაა ეფექტური და პრაქტიკული მიდგომა. თანამედროვე ნუტრიციოლოგია აჩვენებს, რომ

👉კალორიების რაოდენობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი, შემადგენლობა და ორგანიზმის რეაქცია მასზე.

➤ რატომ არ არის კალორიების დათვლა პრაქტიკული?

თეორიულად კალორიების კონტროლი მარტივია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში თითქმის შეუძლებელია:

  • მომზადებული კერძის ზუსტი კალორიულობის დადგენა
  • დახარჯული კალორიების ზუსტი გაზომვა
  • თერმული დამუშავება ცვლის საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას
  • კალორიების მექანიკური დათვლა ხშირად გვაძლევს მცდარ მონაცემებს და არ ასახავს რეალურ ენერგეტიკულ ბალანსს.

➤ კალორია ავტომატურად არ ნიშნავს ცხიმს

მიღებული კალორიები ყოველთვის არ გადაიქცევა ცხიმად — ეს დამოკიდებულია საკვებზე, ჰორმონებზე, აქტივობაზე და მეტაბოლურ პროცესებზე.

ორგანიზმში არ გროვდება „კალორიები“ — გროვდება ცხიმოვანი ქსოვილი. ცხიმის დაგროვება დამოკიდებულია:

  • მიღებული ნუტრიენტების ტიპზე
  • ჰორმონალურ პასუხზე (ინსულინი)
  • ენერგიის ბალანსზე

👉 ერთი და იგივე კალორიულობის საკვები შეიძლება სრულიად განსხვავებულ შედეგს იძლეოდეს.

➤ მაკრონუტრიენტების განსხვავებული გავლენა

  • ცილა — აქვს მაღალი თერმოგენული ეფექტი – TEF (ანუ ენერგიის 20–30% იხარჯება ათვისებაზე), ამცირებს მადას და იცავს კუნთს
  • ნახშირწყლები — 5–10% TEF, სწრაფი ნახშირწყალი ზრდის ინსულინს
  • ცხიმები — დაბალი TEF (~3%), ადვილად ინახება ცხიმის სახით

ცილა შეიძლება გარდაიქმნას ცხიმად მხოლოდ უკიდურეს პირობებში, ამიტომ იგი ყველაზე უსაფრთხოა ცხიმის დაგროვების მხრივ.

➤ გლიკემიური ინდექსი და ინსულინი

100 გრ. თეთრი პური და 100 გრ. ჭვავის პური ერთნაირი კალორიულობისაა, მაგრამ აქვთ სხვადასხვა გ. ი.:

  • თეთრი პური იწვევს გლუკოზის მკვეთრ ზრდას
  • იზრდება ინსულინის გამოყოფა
  • ცხიმის დაგროვების რისკი მატულობს

👉ამიტომ კალორიების რაოდენობაზე მეტად მნიშვნელოვანია საკვების ჰორმონალური ეფექტი.

➤ ენერგოდეფიციტი და სხეულის შემადგენლობა

ცხიმის წვა ხდება ენერგოდეფიციტის პირობებში, მაგრამ:

  • ცილის დეფიციტის
  • ძალისმიერი ვარჯიშის არქონის
  • ზედმეტად მკაცრი დიეტის დროს

👉ორგანიზმი კარგავს კუნთოვან ქსოვილსაც. ჩვენი მიზანი კი ცხიმის დაწვა და კუნთის შენარჩუნებაა.

➤ კალორიების დათვლის ალტერნატივა 

  • წონის კონტროლი კვირაში ერთხელ უზმოზე
  • კვების გამოსწორება
  • საკმარისი ცილის მიღება
  • სწრაფი ნახშირწყლების და ტრანსცხიმების შეზღუდვა

👉 თუ წონა მატულობს — შეამცირეთ მიღებული საკვების რაოდენობა ან შეცვალეთ შემადგენლობა.

✅ დასკვნა

კალორიების დეფიციტი აუცილებელია, მაგრამ ის არ არის საკმარისი პირობა!
გადამწყვეტია:

  • რას ვჭამთ
  • როგორ ვუთავსებთ პროდუქტებს
  • როგორ რეაგირებს ორგანიზმი

კალორიების დათვლა კი არ არის მთავარი — მთავარია საკვების ხარისხი და ბალანსი.

ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge

ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.

✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია  

გაქვთ კითხვა? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

თიდანი + — დარბაზი პოლიტკოვსკაიას 4-ში, მეტროდან 300 მეტრში. ორშ–პარ 09–22, შაბ–კვი 09–18.