რძემჟავა – მტერი თუ მეგობარი?

· 3 წთ

რძემჟავა – მტერი თუ მეგობარი?

ვარჯიშის დროს ბევრს გონია, რომ რძემჟავა გროვდება და ეს იწვევს კუნთის წვას და დაღლას. რეალურად კი ორგანიზმში ყველაფერი სხვანაირადაა.

⚠️ მნიშვნელოვანი დაზუსტება: რასაც რძემჟავას ვეძახით, სინამდვილეში არის: ლაქტატი და წყალბადის იონები (H⁺)

👉 კუნთში რძემჟავა პრაქტიკულად არ გროვდება. ეს უბრალოდ ძველი და არაზუსტი ტერმინია, რომელიც დღესაც გავრცელებულია.

➤ როგორ წარმოიქმნება ლაქტატი კუნთში?

ვარჯიშისას ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს გლუკოზას. როდესაც დატვირთვა მაღალია და ჟანგბადის მიწოდება აღარ არის საკმარისი, აქტიურდება ანაერობული გლიკოლიზი.

ამ პროცესის შედეგად:

  • გლუკოზა იშლება სწრაფად და წარმოიქმნება პირუვატი, რომელიც გარდაიქმნება ლაქტატად
  • საბოლოო პროდუქტი არის ლაქტატი და წყალბადის იონები (H⁺)

👉 ლაქტატი არის კუნთისთვის ენერგიის დამხმარე წყარო, რომელიც საშუალებას აძლევს კუნთს გააგრძელოს მუშაობა მძიმე დატვირთვისას.

🔹 ლაქტატი:

  • არ აზიანებს კუნთს და მიტოქონდრიებს
  • არ იწვევს ტკივილს მეორე დღეს
  • არ იწვევს კუნთის წვას და დაღლას
  • გამოიყენება როგორც ენერგიის წყარო

⚠️ მნიშვნელოვანი დაზუსტება:კუნთის წვას იწვევს წყალბადის იონების დაგროვებით გამოწვეული მჟავიანობის მომატება.

👉 კუნთის დაღლას იწვევს: 

  • გლიკოგენის მარაგის შემცირება
  • მჟავიანობის დროებით მატება
  • ნერვულ–კუნთური კავშირის დაქვეითება

ლაქტატი — ენერგიის წყარო და არა ნარჩენი

თანამედროვე ფიზიოლოგია ლაქტატს განიხილავს არა როგორც „ნარჩენს“, არამედ როგორც ენერგიის სწრაფ წყაროს.

👉 ვარჯიშის დროს წარმოქმნილი ლაქტატის დაახლოებით:

  • 70–75% პირდაპირ გამოიყენება ენერგიისთვის (კუნთში, გულში)
  • 25–30% ღვიძლსა და თირკმელში გარდაიქმნება გლუკოზად (კორის ციკლი)

👉 შედეგად:

  • ლაქტატი სწრაფად ტოვებს კუნთს
  • ინარჩუნებს სისხლში გლუკოზის სტაბილურ დონეს
  • ახანგრძლივებს მუშაობის უნარს

❌ არასწორია მოსაზრება, რომ ინტენსიური ვარჯიშისას ლაქტატი „ვერ გამოდის კუნთიდან“.

სინამდვილეში

  • სისხლის მიმოქცევა ვარჯიშის დასრულებისთანავე იწყებს ლაქტატის სწრაფ გამოტანას
  • მისი დონე მნიშვნელოვნად მცირდება რამდენიმე წუთში

კუნთის ტკივილს მეორე და მესამე დღეს — ლაქტატთან არანაირი კავშირი არ აქვს

ხშირად ფიქრობენ, რომ კრეპატურა გამოწვეულია რძემჟავით, თუმცა ეს მცდარი აზრია.

✔ კუნთის დაგვიანებული ტკივილი გამოწვეულია: ექსცენტრიულ ფაზაში (წონის დაშვებისას) კუნთის ბოჭკოების მიკროტრავმებით გამოწვეული ანთებითი პროცესით.

🔹 საიდან ჩნდება წყალბადის იონები (H⁺)

წყალბადის იონები ჩნდება მაშინ, როცა:

  • კუნთი ენერგიას ხარჯავს და იშლება ATP

რაც უფრო ინტენსიურია ვარჯიში:

  • მით მეტი ენერგია იხარჯება და მით მეტი H⁺ გროვდება

👉 სწორედ წყალბადის იონები იწვევს კუნთის წვის შეგრძნებას, და არა ლაქტატი.

❌ წყალბადის იონები არ შლიან და არ აზიანებენ კუნთის ბოჭკოებს.

წყალბადის იონები იწვევენ

  • მჟავიანობის დროებით მატებას
  • ძალის შემცირებას
  • წვის შეგრძნებას

ეს არის დაღლის სიგნალი, და არა დაზიანება.

რატომ არის ზომიერი „წვა“ სასარგებლო?

ზომიერი რაოდენობით მეტაბოლური სტრესი /წვა აძლევს კუნთს სიგნალს, რომ დატვირთვა საკმარისია. ხელს უწყობს ადაპტაციას და ზრდას.

👉 მაგრამ ძალიან ძლიერი წვა:

  • არღვევს ტექნიკას
  • ზრდის გადატვირთვის რისკს

შედეგი დამოკიდებულია ზომიერებაზე.

➤ როგორ შევამციროთ წვის შეგრძნება და დაღლა?

რეკომენდაციები

  • ვარჯიშამდე ხარისხიანი გახურება
  • დატვირთვის თანდათანობითი ზრდა
  • სუნთქვის კონტროლი
  • დასვენების ადეკვატური ინტერვალები
  • ვარჯიშის შემდეგ აქტიური აღდგენა (მსუბუქი მოძრაობა)

✅ დასკვნა

რძემჟავა არაზუსტი ტერმინია, ხოლო ლაქტატი არ არის მტერი — ის ვარჯიშის ბუნებრივი და სასარგებლო ნაწილია.

ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge

ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.

✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია   

გაქვთ კითხვა? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

თიდანი + — დარბაზი პოლიტკოვსკაიას 4-ში, მეტროდან 300 მეტრში. ორშ–პარ 09–22, შაბ–კვი 09–18.