როგორ დავაჩქაროთ კუნთის ზრდა.
ყოველი ვარჯიშის შემდეგ კუნთებს ზრდისთვის უნდა ქონდეთ მიზეზი. ამისათვის დაიცავით შემდეგი წესები:
1. სასურველია არ ავარჯიშოთ ერთ ვარჯიშზე კუნთების ორ ჯგუფზე მეტი. ეს მნიშვნელოვანია. გამოცდილი ბბ-ბი დღეში კუნთების მხოლოდ ერთ ჯგუფს ავარჯიშებენ.
2. ვარჯიში არ უნდა გაგრძელდეს 60 წუთზე მეტ ხანს. შეცდომაა, თუ თქვენ ვარჯიშობთ ერთ საათზე მეტ ხანს. 60 წთ. შემდეგ კონცენტრაცია და ინტენსიურობა მკვეთრად კლებულობს. 60 წთ-ან ინტერვალში მაღალი ინტენსივობით ვარჯიში ანაბოლური ჰორმონების მაქსიმალურ გამოყოფას უზრუნველყოფს, ხოლო 1 სთ-ის ვარჯიშის შემდეგ ტესტოსტერონის დონე მკვეთრად ეცემა, სამაგიეროდ აქტიურდება სტრესის ჰორმონი – კორტიზოლი და იწყება კატაბოლიზმი, კუნთის დაშლა.
3. სასურველია არ გააკეთოთ ერთ ჯგუფზე 9 მისვლაზე მეტი, რადგან თითოეული შემდეგი მისვლა ამოწურავს თქვენს ბიოლოგიურ რესურსს, რის გარეშე ვერ მოხდება კუნთის ზრდა. ამიტომ გაუფრთხილდით ენერგიას.
4. გააკეთეთ 6-12 გამეორება. სამუშაო წონა არის როცა თქვენ ვეღარ აკეთებთ 12 გამეორებაზე მეტს და აკეთებთ მინიმუმ 6 გამეორებას. ასეთი წესით ვარჯიშისას თქვენ ჩართავთ კუნთის ბოჭკოების მაქსიმალურ რაოდენობას.
5. მისვლებს შორის დაისვენეთ 1-2 წთ. კუნთებს უნდა მისცეთ აღდგენის საშუალება, რომ მზად იყოს შემდეგი მისვლისთვის. თუმცა ყველას ინდივიდუალურად განსაზღვრული დრო სჭირდება აღდგენისათვის. ამიტომ გაითვალისწინეთ თქვენი ფიზიკური მდგომარეობა იმ მომენტში.
6. ავარჯიშეთ კუნთების თითოეული ჯგუფი 4-7 დღეში ერთხელ.
ეხლა ვისაუბროთ ორგანიზმის აღდგენაზე. ვარჯიშის დროს თქვენი კუნთები იღებენ სტრესს და ვარჯიშის მერე თქვენ გრძნობთ კუნთების ტკივილს. ეს ნიშნავს, რომ კუნთებმა ზრდისთვის მიიღეს სტიმული.
მოდით ვნახოთ რა ხდება კუნთებში ვარჯიშის მერე.
პირველი 12-24 სთ. შემდეგ თქვენი კუნთები დაიწყებენ გლიკოგენის აღდგენას და მომარაგებას კუნთებში, ორგანიზმი აღადგენს დახარჯულ ენერგიას. მხოლოდ ამის მერე იწყება კუნთოვანი ბოჭკოების ზრდა. ამიტომ უნდა მივცეთ კუნთებს აღდგენისათვის დრო, რათა ისინი მზად იყვნენ შემდეგი ვარჯიშისათვის. ავარჯიშეთ თითოეული კუნთის ჯგუფი კვირაში ერთხელ, ან არაუმეტეს 4 დღეში ერთხელ.
7. 3 თვეში ერთხელ აიღეთ 1 კვირიანი შესვენება. ეს შესვენება საჭიროა კუნთის მაქსიმალური ზრდისთვის. შესვენებისას მთლიანად წყვეტთ ყველანაირ ვარჯიშებს. ბევრს ეშინია ვარჯიშების შეწყვეტის, ფიქრობენ რომ დაკარგავენ ფორმას, სინამდვილეში ამ შესვენებით კუნთები უფრო ძლიერი და მასიური ხდება.