რძემჟავა – მტერი თუ მეგობარი?

ვარჯიშის დროს ბევრს გონია, რომ რძემჟავა გროვდება და ეს იწვევს კუნთის წვას და დაღლას. რეალურად კი ორგანიზმში ყველაფერი სხვანაირადაა.
⚠️ მნიშვნელოვანი დაზუსტება: რასაც რძემჟავას ვეძახით, სინამდვილეში არის: ლაქტატი და წყალბადის იონები (H⁺)
👉 კუნთში რძემჟავა პრაქტიკულად არ გროვდება. ეს უბრალოდ ძველი და არაზუსტი ტერმინია, რომელიც დღესაც გავრცელებულია.
➤ როგორ წარმოიქმნება ლაქტატი კუნთში?
ვარჯიშისას ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს გლუკოზას. როდესაც დატვირთვა მაღალია და ჟანგბადის მიწოდება აღარ არის საკმარისი, აქტიურდება ანაერობული გლიკოლიზი.
ამ პროცესის შედეგად:
- გლუკოზა იშლება სწრაფად და წარმოიქმნება პირუვატი, რომელიც გარდაიქმნება ლაქტატად
- საბოლოო პროდუქტი არის ლაქტატი და წყალბადის იონები (H⁺)
👉 ლაქტატი არის კუნთისთვის ენერგიის დამხმარე წყარო, რომელიც საშუალებას აძლევს კუნთს გააგრძელოს მუშაობა მძიმე დატვირთვისას.
🔹 ლაქტატი:
- არ აზიანებს კუნთს და მიტოქონდრიებს
- არ იწვევს ტკივილს მეორე დღეს
- არ იწვევს კუნთის წვას და დაღლას
- გამოიყენება როგორც ენერგიის წყარო
⚠️ მნიშვნელოვანი დაზუსტება:კუნთის წვას იწვევს წყალბადის იონების დაგროვებით გამოწვეული მჟავიანობის მომატება.
👉 კუნთის დაღლას იწვევს:
- გლიკოგენის მარაგის შემცირება
- მჟავიანობის დროებით მატება
- ნერვულ–კუნთური კავშირის დაქვეითება
➤ ლაქტატი — ენერგიის წყარო და არა ნარჩენი
თანამედროვე ფიზიოლოგია ლაქტატს განიხილავს არა როგორც „ნარჩენს“, არამედ როგორც ენერგიის სწრაფ წყაროს.
👉 ვარჯიშის დროს წარმოქმნილი ლაქტატის დაახლოებით:
- 70–75% პირდაპირ გამოიყენება ენერგიისთვის (კუნთში, გულში)
- 25–30% ღვიძლსა და თირკმელში გარდაიქმნება გლუკოზად (კორის ციკლი)
👉 შედეგად:
- ლაქტატი სწრაფად ტოვებს კუნთს
- ინარჩუნებს სისხლში გლუკოზის სტაბილურ დონეს
- ახანგრძლივებს მუშაობის უნარს
❌ არასწორია მოსაზრება, რომ ინტენსიური ვარჯიშისას ლაქტატი „ვერ გამოდის კუნთიდან“.
✔ სინამდვილეში:
- სისხლის მიმოქცევა ვარჯიშის დასრულებისთანავე იწყებს ლაქტატის სწრაფ გამოტანას
- მისი დონე მნიშვნელოვნად მცირდება რამდენიმე წუთში
➤ კუნთის ტკივილს მეორე და მესამე დღეს — ლაქტატთან არანაირი კავშირი არ აქვს
ხშირად ფიქრობენ, რომ კრეპატურა გამოწვეულია რძემჟავით, თუმცა ეს მცდარი აზრია.
✔ კუნთის დაგვიანებული ტკივილი გამოწვეულია: ექსცენტრიულ ფაზაში (წონის დაშვებისას) კუნთის ბოჭკოების მიკროტრავმებით გამოწვეული ანთებითი პროცესით.
🔹 საიდან ჩნდება წყალბადის იონები (H⁺)
წყალბადის იონები ჩნდება მაშინ, როცა:
- კუნთი ენერგიას ხარჯავს და იშლება ATP
რაც უფრო ინტენსიურია ვარჯიში:
- მით მეტი ენერგია იხარჯება და მით მეტი H⁺ გროვდება
👉 სწორედ წყალბადის იონები იწვევს კუნთის წვის შეგრძნებას, და არა ლაქტატი.
❌ წყალბადის იონები არ შლიან და არ აზიანებენ კუნთის ბოჭკოებს.
➤ წყალბადის იონები იწვევენ:
- მჟავიანობის დროებით მატებას
- ძალის შემცირებას
- წვის შეგრძნებას
ეს არის დაღლის სიგნალი, და არა დაზიანება.
➤ რატომ არის ზომიერი „წვა“ სასარგებლო?
ზომიერი რაოდენობით მეტაბოლური სტრესი /წვა აძლევს კუნთს სიგნალს, რომ დატვირთვა საკმარისია. ხელს უწყობს ადაპტაციას და ზრდას.
👉 მაგრამ ძალიან ძლიერი წვა:
- არღვევს ტექნიკას
- ზრდის გადატვირთვის რისკს
შედეგი დამოკიდებულია ზომიერებაზე.
➤ როგორ შევამციროთ წვის შეგრძნება და დაღლა?
✔ რეკომენდაციები:
- ვარჯიშამდე ხარისხიანი გახურება
- დატვირთვის თანდათანობითი ზრდა
- სუნთქვის კონტროლი
- დასვენების ადეკვატური ინტერვალები
- ვარჯიშის შემდეგ აქტიური აღდგენა (მსუბუქი მოძრაობა)
✅ დასკვნა
რძემჟავა არაზუსტი ტერმინია, ხოლო ლაქტატი არ არის მტერი — ის ვარჯიშის ბუნებრივი და სასარგებლო ნაწილია.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

