დაბალკალორიული კოქტეილები გახდომის მხარდასაჭერად

· 2 წთ

გახდომის პროცესში ხშირად გვჭირდება დაბალკალორიული, მსუბუქი და გამაჯანსაღებელი საკვები, რომელიც დაგვეხმარება შიმშილის კონტროლში, სითხის ბალანსის შენარჩუნებაში და კვების რეჟიმის გამარტივებაში.

👉 ქვემოთ წარმოდგენილი რეცეპტები არ წვავს ცხიმ სპირდაპირ, თუმცა ხელს უწყობს ორგანიზმის სწორ მუშაობას და კალორიული დეფიციტის დაცვას.

➤ 1. არომატული წყალი -„სასი წყალი“

ეს სასმელი ხელს უწყობს ჰიდრატაციას, ამცირებს სითხის შეკავებას და აუმჯობესებს მონელებას.

ინგრედიენტები

  • 2 ლიტრი სუფთა წყალი (არამინერალური)
  • 1 ჩაის კოვზი გახეხილი იმბირი
  • 1 კიტრი (დაჭრილი მრგვალად)
  • 1 ლიმონი (დაჭრილი)
  • 10–12 ფოთოლი პიტნა

მომზადება:
ყველაფერი შეურიეთ, შეინახეთ მაცივარში 8–12 საათით. მიღება შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში.

➤ 2. ბოსტნეულის მსუბუქი წვნიანი ნიახურით

დაბალკალორიული წვნიანი, რომელიც ქმნის დანაყრების შეგრძნებას და მდიდარია ბოჭკოებით.

ინგრედიენტები

  • 1 თავი კომბოსტო
  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 4 პომიდორი
  • 100 გ ნიახური და მწვანილი
  • 500 მლ ტომატი

მომზადება:
დაჭერით ინგრედიენტები, დაასხით ტომატი, მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით. გააჩერეთ 15 წუთი. შეგიძლიათ მიირთვათ ცივად ან თბილად.

👉 შეგიძლიათ შეცვალოთ ბოსტნეული თქვენი გემოვნებით (სტაფილო, სოკო, ნიორი, ისპანახი).

➤ 3. დაბალკალორიული კოქტეილები

🔹 3.1 კივი–ლიმონი–პიტნა

  • 1 კივი
  • 1 ლიმონის ნაჭერი
  • 7 ტოტი პიტნა
  • 100 მლ წყალი
  • სურვილისამებრ ცოტა თაფლი

🔹 3.2 გრეიფრუტი და ანანასი

  • 4 ნაჭერი ანანასი
  • ¼ გრეიფრუტი
  • 250 მლ კეფირი
  • 30 გ გოგრის თესლი
  • 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი

🔹 3.3 კეფირის კოქტეილი სანელებლებით

  • 250 მლ კეფირი
  • მწიკვი წითელი წიწაკა
  • ½ ჩაის კოვზი დარიჩინი
  • ½ ჩაის კოვზი იმბირი

👉 რეკომენდირებულია საღამოს ან მსუბუქი კვების ნაცვლად.

🔹 3.4 დილის ტონუსის კოქტეილი

  • 250 მლ წყალი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი
  • 1 დარიჩინის ჩხირი

👉 აძლევს მსუბუქ ენერგიას და ხელს უწყობს მონელებას.

⚠️ მნიშვნელოვანია იცოდეთ

  • ეს კოქტეილები არ წვავს ცხიმს დამოუკიდებლად, ისინი არის დამხმარე საშუალება სწორი კვებისა და ვარჯიშის ფონზე
  • საუკეთესო შედეგი მიიღწევა:
    კალორიული დეფიციტი + ძალისმიერი / კარდიო ვარჯიში + ხარისხიანი ძილი

რჩევა საკუთარი კოქტეილის შესაქმნელად

აირჩიეთ

  • 1 წვნიანი ხილი (ციტრუსი, კივი)
  • 1 მკვრივი ინგრედიენტი (ბანანი მცირე რაოდენობით, ვაშლი)
  • დამატებები: სანელებლები, მწვანილი, კეფირი, იოგურტი, სელის თესლი, წყალი, ყინული

ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge

ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.

✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია   

გაქვთ კითხვა? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

თიდანი + — დარბაზი პოლიტკოვსკაიას 4-ში, მეტროდან 300 მეტრში. ორშ–პარ 09–22, შაბ–კვი 09–18.