3-დღიანი სავარჯიშო პროგრამა მასისა და ძალის მომატებისთვის

· 2 წთ

✔ პროგრამის მიზანი: კუნთის მასისა და ძალის ზრდა.

ბოდიბილდინგში ფართოდ გამოიყენება ანტაგონისტი კუნთების ერთად ვარჯიში (მაგ: ბიცეფსი–ტრიცეფსი, მკერდი–ზურგი). კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი მიდგომა:

  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კუნთებში
  • ზრდის ვარჯიშის საერთო მოცულობას
  • ამცირებს ლოკალურ გადაღლას

👉 ამ პრინციპს აქტიურად იყენებდა არნოლდ შვარცნეგერი, რომელიც მკერდისა და ზურგის ერთ ვარჯიშზე გავარჯიშებას მასის ზრდისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევდა.

🔹 I დღე – მხრები+ ფეხები

  1. შტანგის აწევა თავს ზემოთ (დამჯდარი) – 4×8–10
  2. განტელების გვერდზე აქნევები – 3×10–12
  3. განტელების წინ აქნევები – 3×10–12
  4. განტელების აქნევები დახრილ მდგომარეობაში (უკანა დელტა) – 4×10–12
  5. ჩაჯდომები შტანგით – 5×8–12
  6. ფეხების გაშლა ტრენაჟორზე – 4×10–12
  7. ფეხების მოხრა ტრენაჟორზე – 4×10–12

📌 შენიშვნა: მხრების წინ დელტა უკვე აქტიურად მუშაობს შტანგის ჟიმში და მკერდის ვარჯიშებში, ამიტომ წინ აქნევების მოცულობა ზომიერია.

🔹 II დღე – ხელები (ბიცეფსი + ტრიცეფსი)

  1. განტელების აწევა ბიცეფსით – 4×8–12
  2. შტანგის აწევა ბიცეფსით სკოტის სკამზე – 4×8–12
  3. ორძელზე აზიდვები სიმძიმეებით (ტრიცეფსი) – 4×6–10
  4. ფრანგული ჟიმი – 4×8–12
  5. წოლჭიმი ვიწრო მოჭიდებით – 4×8–10
  6. შტანგის აწევა ბიცეფსით შებრუნებული ჭიდით (ბრაქიალისი) – 3×10–12

📌 ანტაგონისტი კუნთების მონაცვლეობით ვარჯიში ზრდის ძალის გამომუშავებას და აუმჯობესებს ტონუსს.

III დღე – მკერდი+ ზურგი

  1. წოლჭიმი ჰორიზონტალურ სკამზე – 4×12 / 10 / 8 / 6
  2. განტელების ჟიმი დახრილ სკამზე – 4×8–10
  3. განტელების განგაშლა – 4×10–12
  4. შტანგის ამოწევა – 4×12 / 10 / 8 / 6
  5. განტელის ამოწევა ცალი ხელით, დახრილ მდგომარეობაში – 4×8–12
  6. შტანგით წინ გადახრები (დილა მშვიდობისა მსუბუქად) – 3×10

ძირითადი რეკომენდაციები

  • ბაზისურ ვარჯიშებში გამოიყენეთ პროგრესული დატვირთვა (წონის ეტაპობრივი მომატება)
  • ვარჯიშებს შორის დაიცავით 48–72 საათიანი აღდგენა
  • კუნთის ზრდისთვის აუცილებელია:
    • კალორიული პროფიციტი
    • ცილა ≈ 1.6–2.2 გ / კგ სხეულის მასაზე
    • ხარისხიანი ძილი

დასკვნა

ეს 3-დღიანი პროგრამა გამართლებულია საშუალო და გამოცდილ სპორტსმენებში, რომლებიც მიზნად ისახავენ მასისა და ძალის ზრდას. სწორი ტექნიკა, კვება და აღდგენა არის შედეგის მთავარი ფაქტორები.

ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge

ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.

✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია   

გაქვთ კითხვა? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

თიდანი + — დარბაზი პოლიტკოვსკაიას 4-ში, მეტროდან 300 მეტრში. ორშ–პარ 09–22, შაბ–კვი 09–18.