5 რჩევა დიდი ბიცეპსების გასაზრდელად.
5 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ ბიცეპსის გაზრდაში:
1. ცვალეთ შტანგის გრიფის სისქე, ეს ცვლის დატვირთვას წინამხარზე და ბიცეპსზე. ასევე ცვალეთ ხელის მოჭიდების სიგანე, რითაც დატვირთვა შეგიძლიათ გადაიტანოთ ბიცეპსის / ორთავა კუნთის გრძელი თავიდან მოკლე თავზე.
2. ვარჯიშის შესრულებისას დაჯექით სკამზე. სხეულის მდგომარეობა ვარჯიშისას გავლენას ახდენს კუნთის სრულად დატვირთვაზე. გამოიყენეთ ნაწილობრივი გამეორებები. ვარჯიშის ფეხზე მდგომი შესრულებით ჩვენ სრული ამპლიტუდით ვვარჯიშობთ, რაც დიდი წონით გაგვიჭირდება. დამჯდარი ვარჯიშის დროს ჩვენ მოძრაობის ქვედა ფაზას ავიცილებთ და შევძლებთ 20%-ით მეტი წონის აწევას და მეტ კონცენტრაციას ბიცეპსზე.
3. გაწელეთ ბიცეპსი. სკოტის სკამზე ვარჯიშისას შეიძლება კარგად გაწელოთ და კარგად შეკუმშოთ ბიცეპსის გრძელი თავი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გრძელი თავი აძლევს ბიცეპსს ფორმას.
4. გამოიყენეთ ჩაქუჩები. ბიცეპსების საუკეთესო ვარჯიშია ჩაქუჩები. ჩაქუჩები გამოიყენეთ ვარჯიშის ბოლოს, რითაც დააგვირგვინებთ და ბოლომდე დატვირთავთ წინამხარს და ბიცეპსს.
5. გამოიყენეთ რეზინის ჟგუტები. ეს ანვითარებს ძალას. მეტი ძალა მოგცემთ წონის გაზრდის საშუალებას ბიცეპსის ვარჯიშებში, რაც დაგეხმარებათ მასის გაზრდაში. როგორც ცნობილია, კუნთების ზრდის მთავარი პირობაა წონების გაზრდა.