მასაზე მუშაობის სტანდარტული სავარჯიშო პროგრამა დამწყებთათვის

· 2 წთ

მასაზე მუშაობის სტანდარტული სავარჯიშო პროგრამა დამწყებთათვის

ეს პროგრამა განკუთვნილია დამწყები და საშუალო დონის მოვარჯიშისთვის, რომლებმაც უკვე გაიარეს Full Body პროგრამა მინიმუმ 6–8 კვირა და შეეგუენ ძალისმიერ ვარჯიშს.

პროგრამა დაფუძნებულია სპლიტ-სისტემაზე და ითვალისწინებს ვარჯიშს კვირაში 3-ჯერ, რაც ოპტიმალურია კუნთის მასის ზრდისა და აღდგენისათვის.

ხანგრძლივობა: 4–6 თვე ან მანამ, სანამ პროგრესი გრძელდება
დასვენება მისვლებს შორის: 60–90 წამი
ძირითადი პრინციპი: წონის პროგრესული დატვირთვა (ან გამეორებების ზრდა

➤ ორშაბათი — მკერდი & ბიცეფსი

🔹 მკერდი

  1. წოლჭიმი შტანგით – 4×12, 10, 8, 6
  2. განტელების ჟიმი დახრილ სკამზე – 3×12, 10, 10
  3. განტელებით განგაშლა – 3×12
  4. ორძელი – 2–3×მაქსიმუმი

👉 მძიმე საბაზისო ვარჯიში (წოლჭიმი) სრულდება დაბალი გამეორებებით ბოლო მისვლებში, რაც ზრდის მექანიკურ სტრესს — კუნთის ზრდის მთავარ ფაქტორს.

🔹 ბიცეფსი

  1. შტანგის აწევა ბიცეფსით – 4×15, 12, 12, 10
  2. განტელების აწევა დახრილ სკამზე – 3×12
  3. კონცენტრირებული აწევა – 3×12, 12, 10

ოთხშაბათი — ფეხები & მხრები

🔹 ფეხები

  1. ჩაჯდომები შტანგით – 4×15, 12, 10, 8
  2. ფეხების გაშლა ტრენაჟორზე – 3×12, 10, 10
  3. ფეხების მოხრა ტრენაჟორზე – 3×12, 10, 10
  4. წვივებზე აწევა (შტანგით ან განტელებით) – 3×15–20

⚠️ დამწყებებისთვის რეკომენდირებულია ჩაჯდომის ტექნიკის სრულყოფილად დაუფლება საშუალო წონებით.

🔹 მხრები

  1. შტანგის ჟიმი თავს ზევით (ფეხზე დგომში) – 3×12, 10, 8
  2. განტელების გვერდზე აქნევა – 3×12, 10, 10
  3. განტელების ჟიმი თავს ზევით – 3×12, 10, 8
  4. განტელების აქნევა დახრილ მდგომარეობაში – 3×12, 10, 10

პარასკევი — ზურგი & ტრიცეფსი

🔹 ზურგი

  1. ჰიპერექსტენზია (ბლინით) – 3×15–20
  2. შტანგის ამოწევა დახრილ მდგომარეობაში – 3×12, 10, 8
  3. დედლიფტი – 3×10, 8, 6
  4. ვერტიკალური ბლოკის მოზიდვა – 3×12, 12, 10
  5. პულოვერი – 3×10

📌 დედლიფტი მოითხოვს ტექნიკურად სუფთა შესრულებას და ზომიერ სამუშაო წონებს.

🔹 ტრიცეფსი

  1. წოლჭიმი ახლო ხელის მოჭიდებით – 3×12, 10, 8
  2. ფრანგული ჟიმი – 3×12, 10, 8
  3. თოკის ჩამოწევა ტრენაჟორზე – 3×12, 10, 10
  4. ორძელი – 2×მაქსიმუმი

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები

  • კუნთის მასის ზრდა შეუძლებელია კალორიული პროფიციტის გარეშე
  • პროტეინის რეკომენდირებული რაოდენობა: 1.6–2.2 გ / კგ სხეულის მასაზე
  • ძილი: მინიმუმ 7–8 საათი
  • თუ პროგრესი შეჩერდა — შეცვალეთ წონები, მისვლების რაოდენობა ან პროგრამა

ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge

ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.

✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია   

გაქვთ კითხვა? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

თიდანი + — დარბაზი პოლიტკოვსკაიას 4-ში, მეტროდან 300 მეტრში. ორშ–პარ 09–22, შაბ–კვი 09–18.