4 დღიანი სავარჯიშო პროგრამა მასაზე, სუპერსეტებით

· 2 წთ

ეს პროგრამა არ არის რეკომენდირებული დამწყებთათვის. იგი განკუთვნილია იმ ათლეტებისთვის, ვისაც აქვს მინიმუმ 1 წლიანი სავარჯიშო გამოცდილება და უკვე ფლობს სწორ ტექნიკას.

პროგრამა ეფუძნება ანტაგონისტ კუნთებზე შესრულებულ კლასიკურ სუპერსეტებს, რაც ნიშნავს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო კუნთის ვარჯიშის შესრულებას ზედიზედ, დასვენების გარეშე.

სუპერსეტების უპირატესობა

  • ზრდის ვარჯიშის ინტენსივობას
  • აუმჯობესებს კუნთის სისხლით მომარაგებას
  • ზოგავს დროს
  • ხელს უწყობს ჰიპერტროფიას (კუნთის მასის ზრდას)

სავარჯიშო გეგმა (4 დღე)

ორშაბათი – მკერდი / ზურგი

სუპერსეტი 1

  1. წოლჭიმი დახრილ სკამზე – 4 × 10–12
  2. ღერძზე აზიდვები (ან ზედა ბლოკის მოზიდვა) – 4 × 10–12

სუპერსეტი 2

  1. განტელების ჭიმი ჰორიზონტალურ სკამზე – 3 × 10–12
  2. შტანგის ამოწევა დახრილ მდგომარეობაში – 3 × 10–12

სუპერსეტი 3

  1. ორძელი – 4 × 10–12
  2. T-გრიფის ამოწევა – 4 × 10–12

სუპერსეტი 4

  1. განგაშლა – 3 × 10–12
  2. პულოვერი – 3 × 10–12

ოთხშაბათი – ბიცეფსი / ტრიცეფსი

სუპერსეტი 1

  1. შტანგის ამოწევა ბიცეფსით – 3 × 10–12
  2. წოლჭიმი ვიწრო ხელის მოჭიდებით – 3 × 10–12

სუპერსეტი 2

  1. შტანგის აწევა სკოტის სკამზე – 3 × 10–12
  2. განტელის აწევა თავს უკან (ტრიცეფსი) – 3 × 10–12

სუპერსეტი 3

  1. ჩაქუჩები განტელებით – 3 × 10–12
  2. ტრენაჟორზე ჩამოწევა ტრიცეფსით – 3 × 10–12

პარასკევი – მხრები / პრესი

სუპერსეტი 1

  1. შტანგის აწევა თავს ზემოთ (არმიული ჭიმი) – 4 × 10–12
  2. შტანგის ამოწევა ნიკაპთან – 4 × 10–12

სუპერსეტი 2

  1. არნოლდის ჭიმი – 4 × 10–12
  2. განტელების აქნევები დახრილ მდგომარეობაში – 4 × 10–12

სუპერსეტი 3 (პრესი)

  1. ფეხების წამოწევა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში – 3 × მაქსიმუმი
  2. ტანის წამოწევა – 3 × 15–20

შაბათი – ფეხები

სუპერსეტი 1

  1. ჩაჯდომები – 4 × 10–12
  2. გამართული ფეხებით ამოწევები (რუმინული ამოწევა) – 4 × 10–12

სუპერსეტი 2

  1. ფეხების გაშლა ტრენაჟორზე – 4 × 10–12
  2. ფეხების მოხრა ტრენაჟორზე – 4 × 10–12

დასრულება

  • წვივები – 4 × 12–15

შესრულების ინსტრუქცია

  • სუპერსეტში ვარჯიშები სრულდება შესვენების გარეშე
  • ორი ვარჯიშის შესრულების შემდეგ დაისვენეთ 60–90 წამი
  • თუ საჭირო გახდა, დასაშვებია 15–30 წამიანი პაუზა ვარჯიშებს შორის
  • თუ დატვირთვა არასაკმარისია, შეგიძლიათ დაამატოთ კიდევ 1 სერია

პროგრამის ხანგრძლივობა

  • პროგრამით ივარჯიშეთ 2–3 თვე
  • შემდეგ რეკომენდირებულია სქემის ან ვარჯიშების შეცვლა
  • შესაძლებელია ანალოგიური ვარჯიშების ჩანაცვლება, სუპერსეტების პრინციპის დარღვევის გარეშე

✅ დასკვნა

✔ ანტაგონისტებზე სუპერსეტები გამართლებულია
✔ 10–12 გამეორება ოპტიმალურია ჰიპერტროფიისთვის
✔ მოცულობა შეესაბამება საშუალო/მაღალ დონეს
✔ აღდგენაზე დატვირთვა მისაღებია 4-დღიან სპლიტში

ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge

ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.

✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია   

გაქვთ კითხვა? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

თიდანი + — დარბაზი პოლიტკოვსკაიას 4-ში, მეტროდან 300 მეტრში. ორშ–პარ 09–22, შაბ–კვი 09–18.