მკერდის ვარჯიშები ქალებისთვის – რა არის რეალურად შესაძლებელი?

· 2 წთ

მკერდის ვარჯიშები ქალებისთვის – რა არის რეალურად შესაძლებელი?

ქალის მკერდი შედგება ცხიმოვანი ქსოვილისა და სარძევე ჯირკვლებისგან, რომლებიც განლაგებულია მკერდის კუნთების ზედა ნაწილზე.
⚠️ მნიშვნელოვანია იცოდეთ: სარძევე ჯირკვალი არ შეიცავს კუნთოვან ბოჭკოებს, ამიტომ ვარჯიშით მისი გაზრდა, გამკვრივება ან ფორმის შეცვლა შეუძლებელია.

თუმცა, მკერდის ქვეშ მდებარე კუნთების განვითარება ხელს უწყობს

  • მკერდის ვიზუალურად უფრო აწეულ იერს
  • უკეთეს ფორმას
  • მკერდის გარშემოწერილობის მცირე ზრდას

➡️ ანუ იზრდება კუნთი, არა თავად ძუძუს მოცულობა.

➤  ცხიმი, ასაკი და მოლოდინები

ქალებში ცხიმოვანი ქსოვილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მკერდის ზომაში. თუ ვარჯიშისა და კვების შედეგად ცხიმის რაოდენობა მცირდება, შესაძლებელია მკერდის მოცულობაც შემცირდეს.

ასაკთან ერთად (განსაკუთრებით 30 წლის ზემოთ)

  • კუნთის მასის შენარჩუნება მოითხოვს რეგულარულ ძალისმიერ ვარჯიშს
  • სწორი დატვირთვა და კვება კრიტიკულია ვიზუალური შედეგისთვის

👉 ამიტომ მკერდის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია ზომიერება და სწორი სტრატეგია.

➤  გამართული პოზა = უფრო ლამაზი მკერდი

გამართული ზურგი მკერდს ვიზუალურად უფრო სავსესა და გახსნილს აჩენს.
ზურგის კუნთების ვარჯიში აუცილებელია, რათა:

  • თავიდან აიცილოთ მოხრილობა
  • შეინარჩუნოთ სწორი პოზა
  • მკერდი ბუნებრივად უკეთ რომ „გამოჩნდეს“

სავარჯიშო პროგრამა მკერდისთვის (ქალებისთვის)

🔹 ვარიანტი A

  1. განტელების წოლჭიმი – 3×10–12
  2. პეპელა ტრენაჟორზე – 3×10–12

🔹 ვარიანტი B

  1. იატაკიდან აზიდვები (მუხლებზე საჭიროების შემთხვევაში) – 2×15–20
  2. განგაშლა განტელებით – 3×12
  3. პულოვერი – 3×12

შესრულების ძირითადი წესები

  • 🔹 ვარჯიში შეასრულეთ კვირაში 1–2-ჯერ
  • 🔹 დასვენება სერიებს შორის: 60–90 წამი
  • 🔹 წონა შეარჩიეთ ისე, რომ ბოლო 1–2 გამეორება იყოს რთული
  • 🔹 არ არის აუცილებელი ძლიერი ტკივილი მეორე დღეს – შედეგი იზომება პროგრესით
  • 🔹 ვარჯიშამდე აუცილებელია 5–7 წუთიანი გახურება
  • 🔹 ვარჯიშის ბოლოს შეასრულეთ მკერდის გაწელვა

✅ დასკვნა

ქალებისთვის მკერდის ვარჯიშები:
✔️ აუმჯობესებს ვიზუალურ ფორმას
✔️ ზრდის მკერდის კუნთების ტონუსს
✔️ ხელს უწყობს გამართულ პოზას

❌ მაგრამ არ ზრდის თავად სარძევე ჯირკვალს

სწორი მოლოდინები, ტექნიკა და რეგულარულობა — ეს არის რეალური შედეგის გასაღები.

ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge

ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.

✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია  

გაქვთ კითხვა? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

თიდანი + — დარბაზი პოლიტკოვსკაიას 4-ში, მეტროდან 300 მეტრში. ორშ–პარ 09–22, შაბ–კვი 09–18.