განტელების გვერდზე აწევა ფეხზე დგომში

➤ ვარჯიშის დანიშნულება
განტელების გვერდზე აწევა არის იზოლირებული ვარჯიში, რომელიც მიზნად ისახავს დელტისებური კუნთის შუა თავის განვითარებას. სწორედ შუა დელტა განსაზღვრავს მხრების სიგანეს და „ფართო მხრების“ ვიზუალურ ეფექტს.
➤ ვარჯიშის შესრულების ტექნიკა
🔹 საწყისი პოზიცია
- დადექით სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე.
- მუხლები ოდნავ მოხრილი.
- აიღეთ განტელები ნეიტრალური ჭერით (ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ).
- მკლავები ჩამოშვებულია სხეულის გასწვრივ.
- იდაყვები ოდნავ მოხრილი (~10–20°).
- მხრები ჩამოშვებული და სტაბილური (არ „აწიოთ“ ტრაპეციაში).
- სხეული ოდნავ გადახარეთ წინ ან აწიეთ ხელები სკაპულარულ სიბრტყეში (დაახლოებით 20–30° წინ), რაც ამცირებს მხრის იმპიჩმენტის რისკს.
🔹 შესრულება
- ამოსუნთქვაზე აწიეთ განტელები გვერდზე.
- მოძრაობა ხორციელდება მხრის სახსარში.
- იდაყვები რჩება ოდნავ მოხრილი და ფიქსირებული.
- აწიეთ ხელები დაახლოებით მხრის დონემდე იატაკთან პარალელურად.
- ზედა წერტილში წამიერად შეაყოვნეთ მოძრაობა.
- ჩასუნთქვაზე ნელა და კონტროლირებულად ჩამოიტანეთ განტელები საწყის პოზიციამდე.
🔹 ბიომექანიკური შენიშვნა
- მოძრაობა არ არის სრულად იზოლირებული — მხრის სარტყელი სისტემურად მუშაობს.
❗ მნიშვნელოვანი დეტალები
- არ გამოიყენოთ „ბოთლის გადმოღვრასავით“ ძლიერი შიდა როტაცია.
- უმჯობესია ნეიტრალური ან მსუბუქი გარე როტაცია (ცერი ოდნავ ზემოთ).
- არ აწიოთ მხრები ზემოთ (არ გააკეთოთ შრაგი).
- არ გამოიყენოთ ინერცია.
- მოძრაობა იყოს კონტროლირებული, განსაკუთრებით ექსცენტრიულ ფაზაში (ჩამოშვებისას).
➤ მუშა კუნთები
ძირითადი:
- დელტისებური კუნთი – შუა თავი
დამხმარე:
- წინა დელტა
- სუპრასპინატუსი
- ზედა ტრაპეცია (ბეჭის სტაბილიზაცია)
- როტატორული მანჟეტის კუნთები (სტაბილიზაცია)
➤ დაშვებული შეცდომები
- ძალიან მძიმე წონის არჩევა
- ჩიტინგი და სხეულის ქანაობა
- მხრების აწევა ტრაპეციაში
- ხელების ძალიან მაღლა აწევა
- მკვეთრი და უკონტროლო ჩამოშვება
- იდაყვების სრული გაშლა
✅ რეკომენდაციები
- 10–15 გამეორება
- 3–4 სეტი
- საშუალო წონა, მაქსიმალური კუნთის კონტროლით
- კარგია მხრების ვარჯიშის შუაში ან ბოლოს
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

