დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • ვარჯიშები
  • დუნდულების აწევა შტანგით, სკამზე დაყრდნობილი (ხიდი).

ვარჯიშები

20 მარ

დუნდულების აწევა შტანგით, სკამზე დაყრდნობილი (ხიდი).

  • In ვარჯიშები

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

საწყისი პოზიცია.  

დაჯექით იატაკზე ჰორიზონტალური სკამის წინ. მოხრილი ფეხები განათავსეთ შტანგის ქვეშ მხრებზე ოდნავ განივრად (ასე მეტად ერთვება დუნდულები). გამოიყენეთ შტანგის შალითა, რათა შემცირდეს შტანგის სიმძიმით გამოწვეული ვარჯიშის დისკომფორტი. შტანგაზე ააწყვეთ დიდი დიამეტრის ბლინები.

დარწმუნდით, რომ შტანგის გრიფი მენჯთან ბარძაყის მოხრის ადგილშია. დაეყრდენით სკამს ბეჭების ქვედა ნაწილით ისე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე. ვეყრდნობით ფეხის ტერფებით იატაკს და ბეჭებით სკამს. კისერი, თავი და მხრები არ დადოთ სკამზე, ის უნდა იყოს ხერხემალთან ერთ ხაზზე. წონასწორობისთვის ხელები მოკიდეთ შტანგის გრიფს, ეს იქნება თქვენი საწყისი პოზიცია.

შესრულება. ამოსუნთქვაზე აწიეთ შტანგა ბარძაყებით ვერტიკალურად ზევით, ტერფებით იატაკზე მიწოლით. ასწიეთ დუნდულები რაც შეიძლება მაღლა იატაკის პარალელამდე, შემდეგ კი ჩასუნთქვაზე ნელა დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. ზედა წერტილში წამიერად შეყოვნდით და შეკუმშეთ დუნდულები. ქვედა წერტილში გაწელეთ დუნდულები მაქსიმალურად იატაკთან შეხებამდე. მოძრაობა სრულდება მთლიანად ტანით და არა წელით. მთელი ვარჯიშის განმავლობაში დუნდულები და მუცლის პრესი არ მოადუნოთ.

ვარჯიში იზოლირებულია და ჯობია შეასრულოთ ვარჯიშის ბოლოში, ჩაჯდომების და ამოწევების შემდეგ, ან სუპერ სეტში, ცალკე მისი კეთება არ არის ეფექტური.

მუშა კუნთებია: დუნდულები

დამხმარე კუნთებია: ბარძაყები, წვივები

ვარიაციები: ვარჯიში შეიძლება შესრულდეს დისკით, განტელით, სიმძიმის გარეშე, ცალ ფეხზე დაყრდნობით.

დაშვებული შეცდომები: არ დადოთ თავი და კისერი სკამზე, არ იმოძრაოთ წელში, არ აწიოთ დუნდულები ძალიან მაღლა.

Tags:დუნდულების აწევა შტანგითხიდი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რომელი ვარჯიში წვავს ცხიმს ყველაზე კარგად?

  • ოქტომბერი 5, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
არის ერთი ვარჯიში, რომელიც წვავს ცხიმს ყველაზე კარგად. ამ ვარჯიშს ქვია ბარფი. მასში ჩართულია მთელი სხეული, ის აერთიანებს ჩაჯდომას,...
რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.
ივლისი 12, 2023
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
ივლისი 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
მაისი 29, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.