დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • ფეხების მოხრა ტრენაჟორზე დაწოლილი.

ვარჯიშები

20 Mar

ფეხების მოხრა ტრენაჟორზე დაწოლილი.

  • In ვარჯიშები

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

საწყისი პოზიცია.

დაარეგულირეთ ტრენაჟორის ბერკეტი სასურველ სიმაღლეზე, შემდეგ კი დაწექით ტრენაჟორზე მუცელზე. მოათავსეთ ფეხები ბერკეტის ქვეშ (წვივების შუაგულიდან 10 სმ ქვემოთ) და მოკიდეთ ხელები სახელურებს. ყურადღება: ეცადეთ, რომ მუხლის კვირისტავები იყოს საყრდენის ქვევით, ჰაერში, რათა არ დავიზიანოთ მუხლი. ამავე დროს ბერკეტის ბრუნვის ღერძი უნდა ემთხვეოდეს მუხლის მოხრის ხაზს.

ტერფები წვივების პერპენდიკულარულია (ტერფების გაშლა მეტად ტვირთავს ბარძაყის კუნთებს), თავი დახრილი. ეს იქნება თქვენი საწყისი პოზიცია.

შესრულება. ამოსუნთქვაზე ასწიეთ ფეხები, შეკუმშეთ დუნდულები და ბარძაყის უკანა ზედაპირის კუნთები. ამ მოძრაობის შესრულებისას, ნუ აწევთ ბარძაყებს საყრდენიდან (თუ აწევთ მუხლებს ზევით, მეტად დაიჭიმება ფეხის კუნთები). ზედა პოზიციაში წამიერად შეყოვნდით.

ჩასუნთქვისას ნელა ჩამოწიეთ ფეხები საწყის პოზიციამდე. ქვედა წერტილში ბოლომდე არ ჩამოუშვათ ფეხები, რომ კუნთი დარჩეს დაძაბული, წამიერად შეაყოვნეთ მოძრაობა.

ვარჯიში იზოლირებულია, ჯობია გააკეთოთო ვარჯიშის ბოლოს, გამეორება 15 და მეტი გათიშვამდე.

გაფრთხილება: ზედმეტი წონა ხელს შეუშლის ვარჯიშის სწორ შესრულებას და შეიძლება გამოიწვიოს ტრავმა ან დაჭიმულობა.

მუშა კუნთებია: ბარძაყის უკანა ზედაპირის კუნთები- ბარძაყის ორთავა, ნახევრადმყესოვანი და თითისტარა კუნთი.

დამხმარე კუნთებია: წვივები

ვარიაციები: ვარჯიშის გაკეთება ასევე შეგიძლიათ ტერფებს შორის განტელით. კუნთების უკეთესი იზოლაციისთვის, ვარჯიში შეიძლება შესრულდეს ცალი ფეხით.

Tags:ფეხების მოხრა ტრენაჟორზე
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.