დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • განგაშლა განტელებით ჰორიზონტალურ სკამზე.

ვარჯიშები

20 Mar

განგაშლა განტელებით ჰორიზონტალურ სკამზე.

  • In ვარჯიშები

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

საწყისი პოზიცია. დაწექით ჰორიზონტალურ სკამზე, შეაერთეთ ბეჭები, დაიჭირეთ ჰანტელები მაღლა მკერდის თავზე ხელისგულებით ერთმანეთის პირისპირ. ოდნავ მოხარეთ იდაყვები. ეს იქნება თქვენი საწყისი პოზიცია.

ჩასუნთქვისას განზე გაშალეთ მკლავები განიერი რკალით ორივე მხარეს, სანამ არ იგრძნობთ დაჭიმულობას მკერდის კუნთებში. რჩევა: გახსოვდეთ, რომ ამ ვარჯიშის დროს ხელები იდაყვში უმოძრაოდ რჩება და მოძრაობა ხორციელდება მხოლოდ მხრის სახსარში, ვარჯიში არის იზოლირებული. გაშლა უნდა იყოს კონტროლირებადი, არ გაგექცეთ განტელები, რომ არ მიიღოთ მხრის ტრავმა. არ აიღოთ მძიმე განტელები.

ამოსუნთქვისას დააბრუნეთ ხელები პირვანდელ მდგომარეობაში იმავე ტრაექტორიით, შეკუმშეთ მკერდის კუნთები. არ შეაერთოთ განტელები რათა არ მოიხსნას დატვირთვა მკერდიდან. მაქსიმალური დატვირთვაა გაშლისას, მინიმალური ზედა წერტილში.

წამიერად დააფიქსირეთ ხელები საწყის მდგომარეობაში.

შეასრულეთ გამეორებების საჭირო რაოდენობა.

ვარიაციები: განგაშლა სხვადასხვა დახრის სკამზე, განგაშლა იატაკზე მძიმე წონით (ეს ვარიანტი უფრო უსაფრთხოა მძიმე წონით ვარჯიშისთვის). შეიძლება გამოიყენოთ განტელების სუპინაცია და პრონაცია.

მუშა კუნთებია: მკერდი

დამხმარე კუნთებია: წინა დელტები

დაშვებული შეცდომები: განტელების შეერთება ზედა წერტილში, ხელების მოძრაობა იდაყვში, არ დაუშვათ განტელები ძალიან დაბლა.

მსგავსი ვარჯიშები: ხელების შეერთება ტრენაჟორზე (პეპელა).

Tags:განგაშლაგანგაშლა განტელებით
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.