დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • განტელის კონცენტრირებული აწევა ბიცეპსით სკამზე დამჯდარი.

ვარჯიშები

22 Mar

განტელის კონცენტრირებული აწევა ბიცეპსით სკამზე დამჯდარი.

  • In ვარჯიშები

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

საწყისი პოზიცია. დაჯექით ჰორიზონტალურ სკამზე. მოათავსეთ ჰანტელი თქვენს წინ. ფეხები გაშალეთ ისე, რომ ბარძაყებს შორის იყოს 90 გრადუსი.

აიღეთ ჰანტელი მარჯვენა ხელით. ეს ხელი მიაყრდენით იდაყვის ოდნავ ზედა ნაწილით მარჯვენა მუხლის სახსართან პატარა ჩაღრმავების ადგილს. იდაყვში ოდნავ მოხრილი მარცხენა ხელის ხელისგულით დაეყრდენით მარცხენა მუხლს. შემოატრიალეთ თქვენი მარჯვენა ხელის მაჯა ისე, რომ ხელისგული მიმართული იყოს ბარძაყის საპირისპიროდ. მკლავი ჩამოშვებულია ვერტიკალურად და გამართულია. ეს იქნება თქვენი საწყისი პოზიცია.

შესრულება: ამოსუნთქვისას მოხარეთ ხელი იდაყვში ბიცეპსით. მხარი არ ამოძრაოთ, მოძრაობს მხოლოდ წინამხარი. გააგრძელეთ ეს მოძრაობა მანამ, სანამ ბიცეპსი სრულად არ შეიკუმშება და ჰანტელი არ ამოვა მხრის დონეზე. რჩევა: მოძრაობისას წინამხარი არც წინ გამოწიოთ, არც შიგნით შეწიოთ, წინამხარი ბარძაყთან უნდა ქმნიდეს 90 გრადუსს. ზედა წერტილში ნეკა თითი უნდა იყოს ცერა თითზე ოდნავ მაღლა. ეს უზრუნველყოფს “ბიცეპსის პიკს”.  წამიერად შეყოვნდით ამ პოზიციაში და დაძაბეთ ბიცეპსი.

ჩასუნთქვისას ნელა ჩამოწიეთ ჰანტელი, დააბრუნეთ მკლავი პირვანდელ მდგომარეობაში. ყურადღება: მოერიდეთ ხელის ქანაობას.

შეასრულეთ საჭირო რაოდენობის გამეორება, შემდეგ გაიმეორეთ ვარჯიში მარცხენა ხელით.

ვარიაციები: თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ეს ვარჯიში ფეხზე დგომში წინ გადახრილი მდგომარეობიდან. ვარჯიშის ეს ვერსია რთულია, არ არის რეკომენდირებული სუსტი ზურგის მქონე ადამიანებისთვის.

მუშა კუნთებია: ბიცეპსი      

დამხმარე კუნთებია: წინამხარი

დაშვებული შეცდომები: ჩიტინგი – ტანის მოძრაობა ვარჯიშის შესრულებისას, არაფერი არ მოძრაობს წინამხარის გარდა, იმიტომაც არის ეს ვარჯიში კონცენტრირებული ამოწევა ბიცეპსით.   

Tags:განტელის კონცენტრირებული აწევა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.