ფეხბურთელების ფიზმომზადება.
1. რუმინული ამოწევა შტანგით ან განტელებით.
2. გამართული ცალი ფეხით განტელის ამოწევა.
3. შტანგით ჩაჯდომა ცალ ფეხზე გალიაში, მეორე ფეხის მუხლით ვეხებით მოკლე პარალონს.
4. T გრიფი დავიჭიროთ მარჯვენა ხელში, იდაყვი ახლოსაა სხეულთან, ფეხები მენჯების სიგანეზე, ტერფები ერთმანეთის პარალელურადაა. მკვეთრად ვაკეთებთ ნახტომს მარცხენა ფეხის წინ და მარჯვენა ფეხის უკან გაწევით და ნახევარჩაჯდომით, ამასთან ერთად მკვეთრად ვწევთ შტანგას ზევით და ვშლით ხელს ბოლომდე.
5. სკანდინავიური მოხრა. დავდგეთ მუხლებზე, პარტნიორი გვიჭერს ფეხებს. ვიხრებით წინ ხელებით ვეხებით იატაკს და ისე ამოვდივართ ზევით. მუშაობს ფეხის ბიცეპსი.
6. ორი ხელით გვიჭირავს კროსოვერის სახელური, სიმძიმე მუდმივად გვექაჩება თავისკენ, ხელები გვიჭირავს მკერდთან, ვშლით ხელებს წინ, მოგვაქვს უკან.
7. კროსოვერში 2 ხელით სახელურზე ჩაჭიდებული ზედა ტანის მკვეთრად შემობრუნება.
8. ზედა ბლოკზე ხელების ჯვარედინად გაშლა ქვევით.
9. იატაკზე ვდგევართ ოთხზე, მარცხენა ხელს და მარჯვენა ფეხს ვწევთ ზევით, მერე საპირისპირო ხელს და ფეხს, ასე მონაცვლეობით.
10. ერთი დგას გაჩერებული, მეორე ფიტბოლით ეჯახება/აწვება გვერდიდან.
11. ხიდი შტანგით.
12. ტრეპ-შტანგის (ექვსკუთხა) სწრაფი ამოწევა.
13. ცალ ხელში განტელი მხართან, მეორე ხელით დოინჯი, ჩაჯდომა და განტელის აწევა სწრაფად.
14. იატაკიდან აზიდვა ტაშით.
15. პრესი ბურთით. ვწევართ ზურგზე, გამართულ ხელში მძიმე ბურთი, ფეხების აწევა/ჩამოშვება ბურთთან.
16. იატაკზე ვდგევართ ფეხის წვერებზე და ხელებზე, მოხრილ მარცხენა ხელს და მოხრილ მარჯვენა ფეხს ვშლით და ვხრით მკვეთრად, მერე საპირისპირო ხელს და ფეხს.
17. ახტომა ტუმბოზე.
18. აზიდვა ღერძზე.
19. ბურთის დატრიალება წელის გარშემო ცალ ფეხზე.
20. ცალი ფეხი ბოსუზე, ხიდი მეორე ფეხის ზევით აწევით.
21. მძიმე ბურთით პრესი, გამართული ხელებით ბურთი გვიჭირავს მუხლებთან, წამოვიწევით ფეხის წვერებთან.
22. ტუმბოზე სწრაფი ასვლა, მუხლის მაღლა აწევით, ხელების მკვეთრი მოძრაობით.
23. პლანკა 30 წმ.
24. პლანკადან ცალი ფეხის უკან აწევა მაღლა, შეჩერება 2 წმ. მერე მეორე ფეხი, ასე მონაცვლეობით. 40-60 წმ.
19. პლანკადან ცალი ფეხის უკან აწევა მაღლა, შეჩერება 20-30 წმ. მერე მეორე ფეხი, ასე მონაცვლეობით.
20. გვერდითა პლანკა, ცალი ფეხის გვერდზე აწევა მაღლა, შეჩერება 20-30 წმ. მერე მეორე ფეხი, ასე მონაცვლეობით.
21. გვერდითა პლანკა. შეჩერება 20-30 წმ.
22. ცალ ფეხზე დგომში ბურთის დაჭერა და უკან სროლა ტრენერთან ერთად.
23. ტრენერი და მოსწავლე ცალ ფეხზე დგანან და ერთმანეთზე ხელი აქვთ ჩავლებული, ორივე ცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას.
24. ლანჯები.
25. ცალ ფეხზე ჩაჯდომა პარტნიორთან ერთად, ცალი ხელით ეყრდნობიან ერთმანეთს მხარზე. ჩაჯდომა ნელა, ადგომა სწრაფად.
26. ჩაჯდომა ნელა, ქვევიდან სწრაფი ახტომა და გამართვა. 30 წმ.
27. ცალ ფეხზე წინ და გვერდზე გადახტომა ფეხის მონაცვლეობით დარბაზის ერთი ბოლოდან მეორეში.
28. ბოქსიორის ხტუნვები კვადრატში. კვადრატის ცენტრიდან წინ/უკან, მარჯვნივ/მარცხნივ
29. ცალი ფეხი გვიდევს უკან ფიტბოლზე, მეორე ფეხით ვჯდებით, ბურთი მიდის უკან.
30. ცალი ფეხი გვიდევს შემაღლებაზე გვერდულად, ჯერ საყრდენ ფეხზე ჩავჯდებით, მერე მეორე ფეხს ვხრით.
31. აზიდვა სკამიდან, აზიდვის მერე ცალ ხელზე დაყრდნობილი მეორე ხელის ზევით აწევა და გვერდულად შემობრუნება.
32. შეკრული ჟგუტით ვარჯიშები. ჩაჯდომები, ამოწევები.
33. გამართული ცალი ფეხით განტალის ამოწევა.