ზურგის კუნთების აგებულება და ფუნქციები.
ზურგის უგანიერესი კუნთი წარმოადგენს მარაოსებური ფორმის კუნთს და ფარავს ზურგის შუა და ქვედა ნაწილს.
უგანიერესი კუნთი იწყება ხერხემლიდან, კერძოდ მკერდის სეგმენტის ბოლო მალებიდან, მოიცავს წელის ყველა მალებს, ასევე უკავშირდება ქვედა 4 ნეკნს. დამაგრების მეორე წერტილი მდებარეობს მხრის ძვალზე.
უგანიერესის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მხრის ძვალის მოზიდვა. ხელების საგიტალურ და ფრონტალურ სიბრტყეში აწევისას ხდება უგანიერესი კუნთის გაწელვა. უგანიერესი ასევე მონაწილეობს ზურგის ქვედა ნაწილში ხერხემლის გაშლაში.
დიდი მრგვალი, პატარა მრგვალი და წვეტქვედა კუნთები ერთი ბოლოთი ასევე დამაგრებულია მხრის ძვალზე, ხოლო მეორე ბოლოთი ბეჭის ძვალის ქვედა ნაწილზე. ეს კუნთები იგივე ფუნქციებს ასრულებენ, რასაც ზურგის უგანიერესი კუნთი.
ზურგის უგანიერესი კუნთი პირობითად შეგვიძლია დავყოთ 3 ნაწილად მკერდის, წელის და მენჯის ნაწილებად, ამიტომ უგანიერესი კუნთის სრული განვითარებისთვის აუცილებელია სამივე ნაწილის გავარჯიშება.
საგიტალურ სიბრტყეში მხრის მოზიდვისას უპირატესად მუშაობს უგანიერესი კუნთის მკერდის ნაწილი და მრგვალი კუნთები. მაგ. კროსოვერში მოზიდვა (პულოვერი), ჰორიზონტალური ბლოკის მოზიდვა, შტანგის დახრილ მდგომარეობაში მოზიდვა, ცალი ხელით განტელის ამოწევა.
ფრონტალურ სიბრტყეში მხრის მოზიდვისას უფრო მეტად ერთვება უგანიერესი კუნთის წელისა და მენჯის ნაწილები. მაგ. ვერტიკალური ბლოკის მოზიდვა, ღერძზე აზიდვები.
ტრაპეციული კუნთები იწყება ხერხემლიდან და კეფის ძვლიდან, მეორე ბოლოთი დამაგრებულია ლავიწის ძვალზე და ბეჭის ძვალზე.
ტრაპეციული კუნთები იყოფა 3 ნაწილად, ზედა, შუა და ქვედა ნაწილებად, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა დამაგრების წერტილები.
ზედა ტრაპეციული კუნთი იწყება ქალას ფუძიდან, მეორე ბოლოთი ლავიწის ძვალზეა დამაგრებული, ეს აძლევს საშუალებას ზედა ტრაპეციულ კუნთს აწიოს მხრები ზევით. ასევე ზედა ტრაპეციულების ფუნქციაა კისრის გამართვა, ამიტომ მისი განვითარება შესაძლებელია კისრის ვარჯიშებით.
შუა ტრაპეციული კუნთი იწყებახერხემლიდან და მეორე ბოლოთი დამაგრებულია ბეჭის ძვალზე. ბოჭკოები ჰორიზონტალურად არის მიმართული და მისი ფუნქციაა ბეჭების შეერთება. ვარჯიშები შებრუნებული პეპელა, განტელების ზევით აქნევა დახრილ მდგომარეობაში.
ქვედა ტრაპეციული კუნთი იწყებამკერდის მალებიდან და მაგრდება ბეჭის ძვალის მედიალურ მხარეზე. მისი ფუნქციაა ბეჭების შეერთება და ჩამოშვება.