6 დღიანი სპლიტი: აჭიმვა, მოზიდვა, ფეხები

· 2 წთ

6 დღიანი სპლიტი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროგრამაა კუნთოვანი მასის გასაზრდელად და სხეულის ფორმის გასაუმჯობესებლად.

იგი ეფუძნება კუნთების დაყოფას სამ ძირითად კატეგორიად

  • აჭიმვა – მკერდი, მხრები, ტრიცეფსი
  • მოზიდვა – ზურგი, ბიცეფსი, უკანა დელტა
  • ფეხები – ბარძაყი, დუნდულები, წვივები

ეს სისტემა საშუალებას გაძლევთ თითოეული კუნთი კვირაში ორჯერ დატვირთოთ, რაც ჰიპერტროფიისთვის ოპტიმალურია.

ვარჯიშის განრიგი

  • ორშაბათი – აჭიმვა
  • სამშაბათი – მოზიდვა
  • ოთხშაბათი – დასვენება
  • ხუთშაბათი – ფეხები
  • პარასკევი – აჭიმვა
  • შაბათი – მოზიდვა
  • კვირა – ფეხები

აჭიმვა – მკერდი, მხრები, ტრიცეფსი

  1. შტანგის ჭიმი დახრილ სკამზე
    3–4 სერია × 6–10 გამეორება
  2. განტელების ჭიმი თავს ზევით (მჯდომარე ან დგომში)
    3–4 სერია × 8–12
  3. განტელების ჭიმი ჰორიზონტალურ სკამზე
    3–4 სერია × 8–12
  4. განტელების გვერდზე აწევა (გვერდითი დელტა)
    3 სერია × 12–15
  5. კროსოვერში ხელების შეკვრა (მკერდი)
    2–3 სერია × 10–15
  6. ტრიცეფსის გაშლა (ზემოდან ან დახრილ სკამზე)
    2–3 სერია × 10–15

მოზიდვა – ზურგი, ბიცეფსი, უკანა დელტა

  1. აზიდვები განიერი მოჭიდებით
    ან ზედა ბლოკის მოზიდვა
    3–4 სერია × 6–10
  2. შტანგის ამოწევა დახრილ მდგომარეობაში
    3–4 სერია × 8–12
  3. ვიწრო მოჭიდებით ზედა ბლოკის მოზიდვა
    3 სერია × 10–12
  4. უკანა დელტაზე ამოწევა
    3 სერია × 12–15
  5. ბიცეფსის მოხრა შტანგით
    2–3 სერია × 8–12
  6. თოკის მოზიდვა სახესთან
    2–3 სერია × 12–15

ფეხები – ქვედა სხეული

  1. ჩაჯდომა შტანგით
    3–4 სერია × 6–10
  2. ხიდი
    3–4 სერია × 8–12
  3. ბულგარული სპლიტ ჩაჯდომა
    3–4 სერია × 8–12
  4. ჰიპერექსტენზია
    3 სერია × 10–15
  5. წვივები (ჯდომით)
    3–4 სერია × 12–15
  6. წვივები (დგომით, ცალ ფეხზე)
    2–3 სერია × 10–15

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები

  • დაიცავით პროგრესიული გადატვირთვა (წონის ან გამეორებების ზრდა)
  • დატოვეთ 1–2 გამეორება მარაგში
  • დაიცავით სწორი ტექნიკა
  • უზრუნველყავით საკმარისი ძილი და კვება

დასკვნა

6 დღიანი სპლიტი იდეალურია საშუალო და გამოცდილი სპორტსმენებისთვის. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში იგი უზრუნველყოფს როგორც კუნთოვანი მასის ზრდას, ისე ძალის გაუმჯობესებას.

ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge

ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.

✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია  

გაქვთ კითხვა? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

თიდანი + — დარბაზი პოლიტკოვსკაიას 4-ში, მეტროდან 300 მეტრში. ორშ–პარ 09–22, შაბ–კვი 09–18.