ვიტამინები ბოდიბილდინგში

ვიტამინების და მიკროელემენტების სინთეზი ორგანიზმს არ შეუძლია, ის მათ იღებს საკვებიდან.
ვიტამინები ააქტიურებენ ფერმენტებს, რომლებიც აჩქარებენ ქიმიურ პროცესებს. კუნთის ზრდა მათ გარეშე ვერ მოხდება, ვარჯიშის დროს ორგანიზმი მოითხოვს მეტ ვიტამინებს. რაც უფრო კალორიულ და ცილებით მდიდარ საკვებს ვიღებთ, მით მეტია ორგანიზმში ვიტამინებზე მოთხოვნილება, განსაკუთრებით ზამთარსა და გაზაფხულზე. ვიტამინების კომპლექსები გამოიყენება ვიტამინების ნაკლებობის პროფილაქტიკისთვის, იცავს სპორტსმენს გადაღლისაგან და ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში. ვიტამინების ზედმეტი დოზით მიღება არ შეიძლება.
ვიტამინების ძირითადი ფუნქციები
- ენერგიის წარმოქმნა: B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B3, B5, B6, B7) მონაწილეობენ საკვებიდან ენერგიის მიღებაში (ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების დაშლა).
- იმუნური სისტემის გაძლიერება: ვიტამინი C და ვიტამინი D, ორგანიზმს ეხმარებიან ინფექციებთან და ვირუსებთან ბრძოლაში.
- უჯრედების ზრდა და რეგენერაცია: ფოლიუმის მჟავა (B9) და ვიტამინი B12, აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის, დნმ-ის სინთეზისა და უჯრედების გამრავლებისთვის. ვიტამინი C მნიშვნელოვანია ქსოვილის ზრდისა და აღდგენისთვის.
- ნერვული სისტემის ფუნქციონირება: B ჯგუფის ვიტამინები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის და ტვინის ფუნქციონირებისთვის (მეხსიერება, აზროვნება, სტრესის კონტროლი).
- ძვლებისა და კბილების სიჯანსაღე: ვიტამინი D მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში, რაც აუცილებელია ძვლების გამაგრებისთვის.
- მხედველობის შენარჩუნება: ვიტამინი A (რეტინოლი)ნორმალური მხედველობის, ღამის მხედველობის შენარჩუნებაში.
- ანტიოქსიდანტური დაცვა: ვიტამინი C და ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტებია, იცავენ უჯრედებს დაბერებისგან თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან.
- სისხლის შედედება: ვიტამინი K აუცილებელია სისხლის შედედების პროცესისთვის.
- კანის,თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის: A, E, C, B ჯგუფის ვიტამინები კანის ელასტიურობა და უჯრედების განახლება.
ძირითადი ვიტამინების მოკლე მიმოხილვა
ვიტამინები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ცხიმში ხსნად (A, D, E, K) და წყალში ხსნად (B ჯგუფის ვიტამინები და C).
ვიტამინი | აძლიერებს |
A | მხედველობა, კანი, იმუნიტეტი, ზრდა |
B ჯგუფი | ენერგეტიკული ცვლა, ნერვული სისტემა, სისხლის უჯრედების ფორმირება |
C | იმუნიტეტი, კოლაგენის სინთეზი, ანტიოქსიდანტი, რკინის შეწოვა |
D | კალციუმის შეწოვა, ძვლებისა და კბილების სიჯანსაღე, იმუნიტეტი |
E | ანტიოქსიდანტი, უჯრედების დაცვა |
K | სისხლის შედედება, ძვლების ჯანმრთელობა |
დასკვნა: ვიტამინების გარეშე ადამიანის ორგანიზმი ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას, ამიტომ დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვება, რომელიც მდიდარია ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულითა და ცილებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა საჭირო ვიტამინის მისაღებად.