დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • გრეხები.

ვარჯიშები

22 Mar

გრეხები.

  • In ვარჯიშები

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

საწყისი პოზიცია. დაწექით ზურგზე, ფეხებით დაეყრდენით იატაკს ან სკამს, მუხლები მოხარეთ 90 გრადუსიანი კუთხით (ფეხები არ ამოდოთ რაიმე სიმძიმეს, ასე დატვირთვა პრესიდან გადავა ფეხის ბიცეპსზე). დაიჭირეთ ხელები თავს უკან, ნიკაპი მიადეთ მკერდს, იდაყვები მიმართეთ გვერდზე.  მუცელი შეზნიქეთ და არ გამობეროთ ვარჯიშის დროს. რჩევა: არ გადააჭდოთ თითები კეფაზე და არ მოქაჩოთ თავი ხელებით.  

ამ ვარჯიშის შესრულება მკერდზე ჯვარედინად დაწყობილი ხელებით უფრო ადვილია.

წელი მიაბჯინეთ იატაკს. ეს იქნება თქვენი საწყისი პოზიცია.

ამოსუნთქვისას დაიწყეთ გრეხა. აწიეთ მხრები იატაკიდან, ზურგი მოამრგვალეთ – მოიხარეთ მხოლოდ ხერხემალში, რათა მუშაობაში ჩართული იყოს მარტო მუცლის კუნთები. წელი დააფიქსირეთ იატაკზე, ვარჯიშისას არ ამოძრაოთ ზევით-ქვევით, რათა არ დაიზიანოთ წელი და იზოლირებულად იმუშაოს მუცლის კუნთებმა. მოძრაობის ბოლოს მაქსიმალურად დაძაბეთ მუცლის კუნთები და გააკეთეთ მოკლე პაუზა. რჩევა: კონცენტრირება მოახდინეთ პრესის კუნთებზე, მოძრაობა ნელი და კონტროლირებადი. არავითარი მკვეთრი მოძრაობები და ბიძგები.

პაუზის შემდეგ ჩასუნთქვაზე ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. თავი არ დადოთ იატაკზე. მუცლის კუნთები არ მოადუნოთ, ის მუდმივად დაჭიმული უნდა იყოს.

შეასრულეთ გამეორებების საჭირო რაოდენობა. 20-მდე საკმარისია.

არ არის საჭირო პრესის ყოველდღე კეთება, საკმარისია კვირაში 2-ჯერ ვარჯიში.

ვარიაციები: არსებობს გრეხების ბევრი ვარიანტი. ეს ვარჯიში შეგიძლიათ გააკეთოთ თავისუფალი წონით, ფიტბოლზე ან დახრილ სკამზე.

მუშა კუნთებია: მუცლის პრესის კუნთები (მუცლის სწორი კუნთი) 

დაშვებული შეცდომები: თითების გადაჭდობა კეფაზე, თავის მოქაჩვა ხელებით, მთელი ტანით წამოწევა, წელის აწევა იატაკიდან.

Tags:გრეხები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.