დუნდულა კუნთების აგებულება და ფუნქციები

· 2 წთ

დუნდულა კუნთების აგებულება და ფუნქციები

დუნდულა კუნთები წარმოადგენს მენჯის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ფუნქციურად მნიშვნელოვან კუნთოვან ჯგუფს. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოძრაობაში, სხეულის სტაბილიზაციაში და ქვედა კიდურების ძალის გამომუშავებაში.

დუნდულა კუნთოვანი სისტემა შედგება სამი ძირითადი კუნთისგან:

  • დიდი დუნდულა კუნთი
  • შუა დუნდულა კუნთი
  • მცირე დუნდულა კუნთი

დიდი დუნდულა კუნთი

დიდი დუნდულა კუნთი ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კუნთია.

იგი იწყება

  • თეძოს ძვლის უკანა ნაწილიდან
  • საკრალური ძვლიდან
  • კუდუსუნიდან

და ემაგრება

  • ბარძაყის ძვალს

ძირითადი ფუნქციები

  • ბარძაყის გაშლა მენჯ-ბარძაყის სახსარში
  • ბარძაყის გარეთა როტაცია
  • სხეულის გამართვა წინ გადახრილი მდგომარეობიდან
  • მენჯის სტაბილიზაცია სიარულისა და სირბილის დროს

ფუნქციურად ხშირად განასხვავებენ

ზედა ბოჭკოებს — რომლებიც უფრო მეტად მონაწილეობენ ბარძაყის განზიდვაში.
ქვედა ბოჭკოებს — რომლებიც უფრო აქტიურია ბარძაყის გაშლისას.

➤ აქტივაცია ვარჯიშის დროს

დიდი დუნდულა კუნთი განსაკუთრებით აქტიურდება მენჯ-ბარძაყის სახსარში გაშლის მოძრაობისას.

მნიშვნელოვანი ფაქტორია მუხლის მდგომარეობა

  • მუხლის მოხრისას (მაგ. ხიდში) ბარძაყის უკანა კუნთები ნაკლებად ერთვება და დატვირთვა მეტად გადადის დუნდულებზე.
  • გამართული ფეხებით (მაგ. რუმინული ამოწევა) უფრო აქტიურად მუშაობს ბარძაყის უკანა კუნთები.

ეფექტური ვარჯიშები

  • ხიდი
  • ჰიპერექსტენზია
  • ფეხის გაშლა უკან ქვედა ბლოკში
  • ღრმა ჩაჯდომა შტანგით
  • პლიე ჩაჯდომა
  • ბულგარული ჩაჯდომა
  • ფეხის წოლჭიმი ტრენაჟორში
  • შებრუნებული ჰაკ ჩაჯდომა

დუნდულების იზოლირებულ აქტივაციას განსაკუთრებით კარგად იწვევს ხიდი, როდესაც მუხლის კუთხე დაახლოებით 60–90°-ია.

შუა დუნდულა კუნთი

შუა დუნდულა კუნთი მდებარეობს დიდი დუნდულას ზედა ნაწილში და ნაწილობრივ ჩანს სხეულის გვერდითი მხრიდან.

მისი განვითარება ვიზუალურად

  • აფართოებს მენჯის გვერდებს
  • ქმნის უფრო გამოკვეთილ ფორმას
  • ვიზუალურად ავიწროებს წელს

ფუნქციები

  • ბარძაყის განზიდვა
  • მენჯის სტაბილიზაცია სიარულისას
  • ბარძაყის შიდა და გარე როტაციაში მონაწილეობა

ეფექტური ვარჯიშები

  • გვერდითი ნაბიჯები რეზინით
  • ფეხის გვერდზე აწევა ფეხზე დგომში
  • გვერდით ფეხის აწევა სკამზე მუცელზე წოლით
  • ფეხის განზიდვა ქვედა ბლოკში
  • ტრენაჟორში ფეხის განზიდვა

ფეხის განზიდვისას წინ გადახრა ზრდის ბარძაყის მოძრაობის ამპლიტუდას და ხშირად აძლიერებს დუნდულა კუნთების აქტივაციას.

მცირე დუნდულა კუნთი

მცირე დუნდულა კუნთი დუნდულა კუნთების ყველაზე ღრმა ფენას წარმოადგენს და მდებარეობს შუა დუნდულა კუნთის ქვეშ.

გარედან იგი პრაქტიკულად არ ჩანს, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოძრაობის სტაბილიზაციაში.

ფუნქციები

  • ბარძაყის განზიდვა
  • მენჯის სტაბილიზაცია სიარულისას
  • ბარძაყის შიდა როტაციაში მონაწილეობა

მისი განვითარება ხელს უწყობს დუნდულების საერთო მოცულობის და სტრუქტურის გაუმჯობესებას.

კუნთოვანი ბოჭკოების ტიპი და ვარჯიშის პრინციპები

კვლევების მიხედვით დუნდულა კუნთებში გვხვდება როგორც

  • ნელი (Type I)
  • სწრაფი (Type II)

კუნთოვანი ბოჭკოების ეს კომბინაცია საშუალებას იძლევა ეფექტური იყოს სხვადასხვა ტიპის დატვირთვა.

ჰიპერტროფიისთვის პრაქტიკაში ეფექტურია

8–15 გამეორება თითო სეტში

ვარჯიშის რეკომენდაციები

დუნდულა კუნთების სრულფასოვანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია

  • სხვადასხვა მოძრაობის გამოყენება
  • როგორც მძიმე საბაზისო ვარჯიშები, ისე იზოლირებული მოძრაობები

ოპტიმალური მოცულობა

  • კვირაში 2 ვარჯიში
  • თითო კუნთის ჯგუფზე 3–6 მისვლა ერთ ვარჯიშში

ეს უზრუნველყოფს როგორც ძალის ზრდას, ასევე კუნთის ჰიპერტროფიას.

ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge

ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.

✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია  

გაქვთ კითხვა? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

თიდანი + — დარბაზი პოლიტკოვსკაიას 4-ში, მეტროდან 300 მეტრში. ორშ–პარ 09–22, შაბ–კვი 09–18.